x
image
t.x.
მამაკაცი, რომელმაც მოროშკინას მთელი სამყარო შესთავაზა

imageსულ ახლახანს, თბილისში დაფუძნდა ქართულ-რუსული თანამშრომლობის ცენტრი, რომლის მიზანია რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების განმუხტვა. ამას კი სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვით გეგმავენ. დამფუძნებლებმა მართლაც კარგად დაიწყეს მუშაობა, რადგან 22 მარტს გაიმართა ცენტრის პრეზენტაცია და მოსკოვიდან სტუმრების დელეგაციაც მიიღეს. დელეგაციაში შედიოდნენ მსახიობები, ჟურნალისტები, მხატვრები, მომღერლები და სხვა.image ქართველ მასპინძლებს შორის კი ნაციონალების ზეობის დროს მივიწყებული, "ჩარეცხილი" მომღერლები და მსახიობები სჭარბობდნენ. საღამო რუსი სტუმრების საპატივსაცემოდ რუსულად წარიმართა, სიმღერებიც რუსულ ენაზე უხვად სრულდებოდა. რა იმედებით ჩამოვიდნენ რუსები საქართველოში? მე მაინც მეეჭვება, რომ მათ ქართველი ხალხის სიყვარული ამოძრავებეთ. რატომ იტყოდნენ უარს ქართულ მოპატიჟებაზე? ალბათ ჯერ არ დავიწყებიათ ქართული ღვინის გემო. არც ის დავიწყებია არავის, როგორი ხალისით ხვდებოდნენ ქართველი მამაკაცები რუსის გოგონებს, თუმცა ამ შეხვედრაზე (ჩვენდა სავალალოდ) როლები შეიცვალა. სტუმართა შორის იყო ტელეწამყვანი დიმიტრი დიბროვი, რომელსაც თვალში მოუვიდა ლალი მოროშკინა.
საქმე იქამდე მივიდა, რომ საცეკვაოდ გამოიწვია. ამას ვერ შეეგუა ზურა ყიფშიძე და მოცეკვავე ლალის ისე ჩაეხუტა, დიბროვს შანსი არ უნდა დარჩენოდა. (აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ლალი მოროშკინა წარმოშობით რუსია.) ლალიმ პროტესტი გამოთქვა ზურას ჩახუტების გამო, მაგრამ ამაოდ. მას თავდაცვისთვის ჩანგალიც კი მიართვეს, რასაც საერთო მხიარულება მოჰყვა. ბანკეტის შემდეგ ლალი და დიბროვი თურმე შარდენზე დასეირნობდნენ და დიმიტრი მთელი გრძნობით უკითხავდა ლექსებს. ლალიმ სტუმარი რედისონში მიაცილა, სადაც მამაკაცი მას მთელ მსოფლიოს სთავაზობდა. როგორც ჩანს ლალისგან რატომღაც უარი მიიღო, რადგან გაკვირვებული გაჰყვიროდა, ვერ გაეგო როგორ შეიძლებოდა მისთვის უარი ეთქვათ. ლალი კი პასუხობდა, რომ ის თუ დიბროვი იყო, თვითონ მოროშკინაა და თანაც სხვა უყვარს.

1
94
9-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
94
  
2013, 5 აპრილი, 9:32
რა ქნას კაცმა დათვრა და ახურდა....იმ მომენტში მთელს მსოფლიოს აჩუქებდა და რაც ლექსები იცოდა ჩამოურაკრაკებდა მა რა იქნებოდა...აი მერე ..აი მერეა საკითხავი..)))))
0 1 1