x
image
t.x.
რუსკა მაყაშვილის საოცარი თავგადასავლები

imageრუსკა უკვე დიდი ხანია აოცებს საზოგადოებას თავისი უცნაური ხასიათითა და საქციელით. ამავე დროს უპირობოდ ინარჩუნებს ყველასთვის საყვარელი ადამიანის სტატუსს. რუსკას დედ-მამა განქორწინებულნი იყვნენ. მასზე და მის დაზე - ნინუცაზე დედა ზრუნავდა. (შეგახსენებთ, რომ მისი მამა მხატვარი კოკა ცხვედიანია, მაგრამ შვილები დედის გვარს ატარებენ). რუსკა ბავშვობაშიც საოცრად ახირებული ბავშვი ყოფილა. ყველა გოგოსგან განსხვავებით, რომლებსაც მწერების საოცრად ეშინიათ, რუსკას თურმე რასაც ნახავდა, ყველაფერი სახლში მიჰყავდა. ხშირად ჰყავდა ქილებში ჩასმული კალიები, ბაყაყები, ჭიაყელები და ტარაკანებიც კი. რუსკა ოჯახთან ერთად იყო მიწვეული საბავშვო გადაცემა "ეკივოკიში" სადაც ამ ყველაფერზე დედამისმა, ქალბატონმა თამარმა გვიამბო. ისიც კი გვითხრა, რომ რუსკას ტარაკანაც ჩაუღეჭავს, მაგრამ არ მოსწონებია და გადმოუგდიაო.image

რუსკა ცელქი და ალქაჯი ყოფილა. ბიჭებთან თამაშობდა და სულ ამოსვრილი დადიოდა. საოცრებებს სჩადიოდა და კოშმარულ ამბებს იგონებდა, თითქოს ეს ამბები მას გადახდენოდა. სადისტურ ლექსებსა და ზღაპრებს იგონებდა. თან ისე ჰყვებოდა, თითქოს ეს ყველაფერი მას გადახდენოდა. ხშირად დადიოდა თმაგადაპარსული. ბიჭებთან თამაშობდა ფეხბურთს. ტილებიც უჩნდებოდა და სწორედ ამიტომ პარსავდნენ თმებს.image

რუსკამ ყოველთვის იცოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდა. დედა თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი იყო და ბავშვები ხშირად დაჰყავდა ლექციებსა და სპექტაკლებზე. ამიტომ რუსკამ თავიდანვე შეიყვარა ეს პროფესია და სხვა აღარაფერზე უოცნებია. დღეს რუსკა მშვენიერი მსახიობია დაწარმატება ვუსურვოთ მას.


0
44
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0