x
image
t.x.
როგორია ლიკა ყაზბეგის იდეალური მამაკაცი და რატომ გადაწყვიტა ჯვარი საპატიმროში დაიწეროს (+ ფოტოები)
image

ღირსეული, თავდაჯერებული, გაწონასწორებული, ჭკვიანი, ვაჟკაცური, ნიჭიერი, გულუხვი, დიდსულოვანი, გალანტური, სამართლიანი, წინდახედული-ეს არის არასრული სია, რომელიც ლიკამ და მისმა მეგობრებმა ჩამოწერეს იდეალური მამაკაცის დასახასიათებლად.

რაც შეეხება თვითონ ლიკას, ის იდეალური თუ არა, მასთან ძალიან მიახლოებულია. მეტი რა უნდა გინდოდეს ქალისგან? მშვენიერი გარეგნობის მიღმა ლიკას ბევრი დადებითი თვისება იმალება. გარდა ამისა, ის ხომ წარმატებული სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელია.

ლიკა 30-ს გადასცილდა, მაგრამ გათხოვილი ჯერ არ ყოფილა. ის არ მალავს, რომ ჰქონდა რომანი მამაკაცთან, რომელიც თითქმის იდეალური იყო. ეს ურთიერთობა დასრულდა და ლიკა ამას დიდხანს განიცდიდა. ის სიყვარულს ბრმას უწოდებდა და არ უარყოფდა, რომ შეიძლება ისეთი ადამიანი გიყვარდეს, რომელიც იდეალურისგან შორსაა, მაგრამ სამყაროს ცენტრი გგონია.


ახლა ლიკა გათხოვებას აპირებს. მისი რჩეული გიორგი ჯელაძეა. საინტერესოა, არის თუ არა გიორგი იდეალური მამაკაცი?! იდეალური თუ არა, მასთან მიახლოებული მაინც იქნება ალბათ, რადგან ლიკამ საპატიმროში ხელმოწერა და ჯვრისწერა გადაწყვიტა. თუ ლალი მოროშკინას დავუჯერებთ, რომელიც ლიკას მომავალი მეჯვარეა, გიორგი "ოქროს ბიჭია". ლიკა გიორგიზე ამბობს, რომ ის გამორჩეული ვაჟკაცია, დიდი ხანია იცნობს და პატიმრობა მათ ურთიერთობას ხელს ვერ შეუშლიდა. ჯვრისწერა ვალენტინობას, თოთხმეტ თებერვალს გაიმართება. ბედნიერება ვუსურვოთ მათ.imageimageimageimageimageimageimageimageimageimage







0
145
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0