საზოგადოება ვინ არის ის, ვინც მარიამ როინიშვილს ყველა და ყველაფერი დაავიწყა(+ფოტოები) 2013, 8 თებერვალი, 2:23
მარიამს რთული ცხოვრება აქვს. მისი პროფესიიდან გამომდინარე ბევრი რამ ეკრძალება, რაც 23 წლის გოგოსთვის საკმაოდ რთულია. ძალიან უყვარს ნაყინი, მაგრამ მასზეც უარს ამბობს. არ შეიძლება გადაღლა და ხმამაღალი ლაპარაკი. მაგრამ მარიამის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვინც ყველაფერს ავიწყებს. საყვარელ მუსიკასაც, დედასაც და ქმარსაც. ეს პატარა ელენეა. ელენე 2 წლისაა. როცა პატარა იყო და ტირილს იწყებდა, მარიამიც მასთან ერთად ტიროდა. მარიამს მის გაზრდაში დედა ეხმარება. წელს ელენემ პირველად ნახა თოვლის ბაბუა. მართალია ძალიან შეეშინდა, მაგრამ მერე, როცა თავისი მამიკო ამოიცნო ძალიან იხალისა. მარიამი და გიორგი უკვე სამი წელია რაც დაქორწინდნენ. ეკონომიურად მარიამს და გიორგის ჯერ კიდევ ოჯახები ეხმარებიან, თუმცა მარიამს უკვე გაუჩნდა სიმღერიდან თავისი პატარა შემოსავალი. 3532 13-ს მოსწონს
|