x
image
t.x.
ვინ არის ორჯერ ცოლგანაშვები "ქუჩის ბიჭის" გურამ ლომიძის ახალი სიყვარული, რომელთანაც ურთიერთობის აწყობა უჭირს

imageუკვე 7 წელია, რაც ყოფილი "ქუჩის ბიჭი" გურამ ლომიძე ამერიკაში ცხოვრობს. იქ გურამი მუსიკალური განხრით არ მოღვაწეობს და ძალიან სწყდება გული, რომ არ წავიდა ისეთ ქვეყანაში, მაგალითად რუსეთში, სადაც სიმღერას გააგრძელებდა. ამერიკაში მუშაობა მზარეულად დაიწყო, ახლა საკუთარი ბიზნესიც აქვს, მაგრამ გული სწყდება, რომ საყვარელ საქმეს ჩამოშორდა. ამ ბოლო დროს გურამს გული ისევ საქართველოსკენ უწევს. გასულ წელს ორჯერ ჩამოვიდა და ახალ წელს შვილთან ერთად შეხვდა. imageშეგახსენებთ, რომ მისი პირველი ცოლი ხატია შამუგია იყო. ხატიასთან ჰყავს ერთი ვაჟი-ნიკუშა. ნიკა უკვე 10 წლისაა. გურამი და ხატია ერთად სამი წელი ცხოვრობდნენ. ხატია მეშვიდე წელია მარტო ცხოვრობს, შვილთან და დედასთან ერთად და თუ დაოჯახდება, ფიქრობს, რომ ეს არ იყოს მისი შვილისთვის მტკივნეული. ამერიკაში წასვლის შემდეგ გურამმა მალე მოძებნა გულისსწორი. მეორე ცოლთანაც, რომელიც ამერიკელია, ჰყავს ვაჟი-ლიამი, თუმცა მამა ამტკიცებს ქართულად გიორგი ჰქვიაო.image მეეჭვება გიორგი ინგლისურად ასე ითარგმნებოდეს.(საკუთარი სახელები ხომ არც ითარგმნება). გურამი მეორე ცოლსაც მალე გაშორდა. ბავშვი ორი წლისაა და უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. დედა-შვილი სხვა ქალაქში გადავიდნენ და გურამი მათ იშვიათად ხედავს. შესაბამისად არც ბავშვმა იცის ქართული.

გურამს ახლა ახალი შეყვარებული ჰყავს. მის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა "ახალი" იმავე გრძნობით არ პასუხობს. იმას, რომ ურთიერთობები არ აეწყოთ, გურამი სიშორეს აბრალებს. ამბობს, რომ ისე უყვარს, სიტყვებს ვერ პოულობს. გურამს ამერიკელი ცოლიც ჰყავდა და ქართველიც, რის შემდეგაც აღიარებს, რომ ქართველ ქალებს ბადალი არ ჰყავთო. ეს ალბათ ხატიას დამსახურებაა.

0
4780
12-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
4780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0