x
image
t.x.
როგორ უვლის თავს ჯანეტ ქერდიყოშვილი და რატომ დაადეს სახეზე ნაკერები

imageჯანეტ ქერდიყოშვილს წარდგენა არ სჭირდება. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ის "მის საქართველო 2011"-ის ტიტულის მფლობელია. ჯანეტი ბავშვობიდან დიდ ყურადღებას აქცევდა გარეგნობაზე ზრუნვას. სულ ცოტა ხნის წინ კი ხიფათს გადაურჩა, თუ ამას გადარჩენა ერქვა. ჯანეტს ქუჩაზე გადასვლისას სახეზე ქვა მოხვდა. ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ ოთხი ნაკერის დადება დასჭირდა. ნაიარევი დარჩა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისიც გაუქრება. ჯანეტს წუწუნი არ უყვარს. მაშინაც კი, როცა სახეზე სახვევი ჰქონდა, ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ ქვა თვალში არ მოხვდა.

თავისი გარეგნობა ყოველთვის მოსწონს. უპირატესობას სწორ კვებას ანიჭებს, რადგან თვლის, რომ ნებისმიერი დიეტა უშედეგოა, რადგან დიეტის შემდეგ ყოველთვის იმატებს. 6 საათის შემდეგ არაფერს ჭამს, დღის განმავლობაში კი ბევრჯერ და ცოტა-ცოტას.image

ყოველთვის უყვარდა თავის მოვლა და მეთერთმეტე კლასში იყო, როცა მაკიაჟის ხელოვნება შეისწავლა. მაკიაჟის გაკეთებისას უპირატესობას თვალებს ანიჭებს. ტუჩებს კი თითქმის არც იღებავს - არ უყვარს. მაკიაჟს თითქმის ყოველთვის თვითონ იკეთებს. "მის მსოფლიოს" კონკურსზეც თვითონ გაიკეთა და თმაც დაივარცხნა.

ჯანეტი თავის მოვლისას ბებიის რჩევებს ითალისწინებს და ძალიან მოსწონს სახის დაბანა მჭადის ფქვილით. თუმცა უპირატესობას ნაყიდ კოსმეტიკას ანიჭებს, რადგან ცუდად ახსოვს ის ღამე, თმაზე მაიონეზი და კონიაკი რომ წაისვა. კოსმეტოლოგთან არ დადის, რადგან ეუბნებიან, რომ მის სახეს ჯერ არაფერი სჭირდება.

0
448
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0