საზოგადოება როგორ უვლის თავს ჯანეტ ქერდიყოშვილი და რატომ დაადეს სახეზე ნაკერები 2013, 26 იანვარი, 0:38
თავისი გარეგნობა ყოველთვის მოსწონს. უპირატესობას სწორ კვებას ანიჭებს, რადგან თვლის, რომ ნებისმიერი დიეტა უშედეგოა, რადგან დიეტის შემდეგ ყოველთვის იმატებს. 6 საათის შემდეგ არაფერს ჭამს, დღის განმავლობაში კი ბევრჯერ და ცოტა-ცოტას. ყოველთვის უყვარდა თავის მოვლა და მეთერთმეტე კლასში იყო, როცა მაკიაჟის ხელოვნება შეისწავლა. მაკიაჟის გაკეთებისას უპირატესობას თვალებს ანიჭებს. ტუჩებს კი თითქმის არც იღებავს - არ უყვარს. მაკიაჟს თითქმის ყოველთვის თვითონ იკეთებს. "მის მსოფლიოს" კონკურსზეც თვითონ გაიკეთა და თმაც დაივარცხნა. ჯანეტი თავის მოვლისას ბებიის რჩევებს ითალისწინებს და ძალიან მოსწონს სახის დაბანა მჭადის ფქვილით. თუმცა უპირატესობას ნაყიდ კოსმეტიკას ანიჭებს, რადგან ცუდად ახსოვს ის ღამე, თმაზე მაიონეზი და კონიაკი რომ წაისვა. კოსმეტოლოგთან არ დადის, რადგან ეუბნებიან, რომ მის სახეს ჯერ არაფერი სჭირდება. 449 3-ს მოსწონს
|