საზოგადოება რა გატაცებები აქვს ქეთი ორჯონიკიძეს და რატომ არ იწვევენ ქორწილებში სამღერად? 2013, 25 იანვარი, 3:00 უნიჭიერეს ქეთი ორჯონიკიძეს წარდგენა არც სჭირდება. მას საზოგადოება როგორც "ვარსკვლავების აკადემიის" ფავორიტს იცნობს. ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მას სხვა გატაცებაც აქვს - ლექსების წერა. ქეთი უკვე რამდენიმე კრებულის ავტორია. თავს იღბლიანად თვლის, მაგრამ ამბობს, რომ ზარმაცია და დედა რომ არ აღვიძებდეს, მთელი დღე იძინებდა და ვერც ვერაფერს მიაღწევდა. მას პოპულარობა და ტელევიზორში გამოჩენა არ უყვარს. ლექსებს სააბაზანოში წერს. ამბობს, რომ იქ უკეთ იკითხება.
ქეთი ძალიან მორიდებულია. მას კონცერტის ჰონორარზეც კი უჭირს ლაპარაკი. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაც არ უყვარს. ამაში მეგობრები ეხმარებიან. ის თვლის, რომ მისი სიმღერები ქორწილში და რესტორანში მოსასმენი ჟანრის არ არის. ამბობს, რომ არ ჰგონია ვინმემ ქორწლში სასიმღეროდ დაპატიჟოს.
თავის გეგმებზე წინასწარ ლაპარაკი არ უყვარს. ხშირად მარტოობა ურჩევია. მოწყენილობისას ცდილობს ხალხს ნაკლებად ეკონტაქტოს, რომ თავისი განწყობა სხვას თავს არ მოახვიოს.
ქეთი საკმაოდ პატარა ასაკიდან მღერის. ადრე სხვა ჟანრს ანიჭებდა უპირატესობას. ხშირად უწევს საზღვარგარეთ სიარული. პირველად 8 წლის იყო, პიანისტთა კონკურსზე რომ გაემგზავრა საფრანგეთში და პირველი ადგილიც ჩამოიტანა. ყველგან გამგზავრებაზე თანახმაა, თუ ეს კარირაში დაეხმარება. მან იურმალაში "ახალი ტალღის" კასტინგიც გაიარა, მაგრამ დაიწუნეს, რომ ფორმატში ვერ ჩაჯდა. ჟიურიმ გამოაცხადა, რომ იყო ძლიერი შემსრულებელი, რომელიც ფორმატს ვერ მოერგო. ამაზე ხშირად ხუმრობს, რომ იურმალას კონკურსს და "არ დაიდარდოს" ფორმატს ვერ ერგება.
სხვა რაღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ ქეთის პირად თუ შემოქმედებით საქმიანობაში. 67 6-ს მოსწონს
|