x
image
t.x.
რა სირთულეები შეხვდა მოსკოვურ ცხოვრებაში ნინი ბადურაშვილს
imageნინი ბადურაშვილის დაოჯახების თემა ბოლო წლებში ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ნინიმ არჩევანი მოსკოვში მცხორებ ქართველზე შეაჩერა, რამაც ისევ ახალი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ნინის არჩევანს უწუნებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს არჩევანი სხვა დაინტერესებით აიხსნებოდა. ირაკლი კარგი ქმარი აღმოჩნდა. ისინი მოსკოვის ცენტრში, ლენინგრადის პროსპექტზე ცხოვრობენ. ნინი ამბობს, რომ ირაკლიმ მის გამო სახლი სულ განაახლა და ბევრი ახალი ნივთიც შეიძინეს. რომანტიკისთვის კი ირაკლის აღარ სცალია, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს, თუმცა ცდილობს, რომ ნინის ყურადღება არ მოაკლოს და ყველგან თან ატაროს. მოუწყო ლამაზი საღამოები, სადაც ნინი თავის მეგობრებს და რუს მომღერლებს წარუდგინა.

რაც შეეხება ნინის დიასახლისობას, ის მხოლოდ ირაკლის საუზმის გამზადებით შემოიფარგლება. თუმცა მხოლოდ ახლა მიხვდა, რამდენად რთული ყოფილა ეს პასუხისმგებლობა.

ნინის მანქანა არ ჰყავს და არც მისი ყოლის სურვილი აქვს, რადგან ქუჩები ჯერ კიდევ კარგად არ იცის.

თბილისი ძალიან ენატრებოდა, ყოველდღე რეკავდა. აქაური ამბები აინტერესებდა. ძალიან გაუჭირდა უცხო გარემოში ცხოვრება. აქ ყველა ცნობდა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას იყო შეჩვეული. იქ კი არავინ იცნობდა.


მუშაობის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს, თუმცა მოსკოვში ადგილის დამკვიდრება უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. ნინი მანანა თოდაძესთან მეცადინეობს, ცდილობს დრო არ დაკარგოს, რომ მოსკოვში ღირსეულად წარადგინოს თავი.

1
2200
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
2200
  
2013, 9 მარტი, 2:59
ვა? ირაკლი საჭმელსაც ჭამს? ესე იგი თოვლის კაცი არ არის...
0 1 1