x
image
t.x.
როგორ აეწყობა ნანუკას ძვირადღირებული კარიერა ახალ წელს მაიას გვერდით ახალ არხზე?

image ნანუკა კვლავ რუსთავი 2-ზე დაბრუნდა და ამბობს, რომ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. ალბათ ყველამ იცის, რომ ნანუკა იმედზე ადრე, რუსთავი 2-ზე მუშაობდა. იმედზე კი სამი წელი გაატარა და იმ წლებს თბილად გაიხსენებს. რუსთავი 2-ზე შვიდი წელი იმუშავა, სწორედ ამიტომ გრძნობს თავს იქ შინაურად. "სახლში" ნანუკას სხვა მასპინძელი დაუხვდა მაია ასათიანის სახით, თუმცა ამბობს, რომ ის და მაია ჩინებულად შეეწყობიან ერთმანეთს და ძალიან ღირსეულადაც შეხვდა. ფიქრობს, რომ ისინი კარგი გაგებით კონკურენტები იქნებიან და მოდუნების საშუალება არ ექნებათ, რაც ტელევიზიას სასიკეთოდ წაადგება. არც მაიაა ახალბედა და გამოუცდელი, მისი გადაცემა (პროფილი) უკვე მეათე წელს ითვლის.

ნანუკას შოუს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი იყო. შოუში ხშირად იყო სიუჟეტები საზღვარგარეთიდან. ისეთი სიუჟეტებიც კი, რომელიც საქართველოში კეთდებოდა, ძალიან ძვირი ჯდებოდა. ნანუკამ ჟურნალისტთან საუბარში გაამხილა, რომ ბათუმში ჩაწერილი შოუ სულ რაღაც 20 ათასი დაჯდა. თუმცა როგორც ჩანს ნანუკას სპონსორი აქაც წამოჰყვა. როგორც რეკლამიდან ჩანს, მისი ერთ-ერთი სპონსორი "სანო მაქსიმაა", მაგრამ რამდენად სრულად დააფინანსებს მის სურვილებს ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებთ.

ნანუკა გადაცემის ფორმატს იგივეს გვპირდება, როსტო და ბუბუ ისევ შეუცვლელნი იქნებიან. დაემატება ახალი რუბრიკა თინეიჯერებზე, რომელსაც მისი ქალიშვილი მარიამი უხელმძღვანელებს.

0
249
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0