x
image
t.x.
კიდევ ერთი სკანდალი-მომღერალს სასამართლოში უჩივიან

image"ბევრჯერ მომმართა უხეში სიტყვებით, რამდენჯერმე მკერდში დამარტყა და არ გადამიხადა კუთვნილი ანაზღაურება" - ეს ის ბრალდებებია, რომელზეც ახალგაზრდა და უკვე ცნობილ მომღერალს მოუწევს პასუხის გაცემა. მომჩივანი კი აუცილებლად ითხოვს საქმის გამოძიებას. ეს მომღერალი ყველასთვის კარგად ცნობილი ჯასტინ ბიბერია. მომჩივანი კი მისი ყოფილი პირადი მცველი მოშე ბენაბუა.

ყოფილმა პირადმა მცველმა სასამართლოში შეიტანა განცხადება, რომელშიც მომღერალს რეგულარულად ხელფასის გადაუხდელობაში ადანაშაულებს. მოშე ბენაბუმ განაცხადა, რომ ჯასტინ ბიბერი ბოროტად სარგებლობდა იმით, რომ ის პასუხს არ სთხოვდა გადაუხდელი ანაზღაურების გამო. ახლა კი გადაწყვიტა, რომ არაფრით არ დატოვებს ჯასტინს დაუსჯელს. თანხა კი არც ისე ცოტაა. ის შეადგენს 420 ათას ამერიკულ დოლარს. ეს თანხა მომღერალს დაუგროვდა იმიტომ, რომ მცველმა შეასრულა არასავალდებულო სამსახური. მოშე ბენაბუ ამტკიცებს, რომ მას უარი უთხრეს გადაეხადათ კომპენსაცია 2011 წლის მარტიდან 2012 წლის ოქტომბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ის მუშაობდა ჯასტინ ბიბერთან როგორც პირადი მცველი 14-18 საათის განმავლობაში დღე-ღამის მანძილზე. ჯასტინმა მცველი უზრდელი სიტყვებით გალანძღა და რამდენჯერმე მკერდში დაარტყა. ეს ჩხუბი კი მომღერალსა და მცველს შორის ჯასტინის ახლი მეგობრის ქცევის გამო გაიმართა. ამ შემთხვევის გამო მცველი სამსახურიდან დაითხოვეს.

ამ შემთხვევას მომღერლის მხრიდან კომენტარები არ მოჰყოლია.

4
92
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
92
  
2013, 11 იანვარი, 16:24
ბიბერის წანკლა დედა მოვტ...
2013, 11 იანვარი, 15:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 11 იანვარი, 12:41
აუ იმ მცველის ადგილზე მივაჭედებდი სადმე ბნელ ტყეში მაღალ ხეზე... მსოფლიოსაც დაასვენებდა და სამოთხეშიც მოხვდებოდა რა :D
2013, 11 იანვარი, 12:35
ამოვდა ეს განებივრებული ბავშვი ყელში!!! რა ქნას ახალი აღარ იცის:((
0 1 4