საზოგადოება სად მიდის სამუშაოდ განაწყენებული ლელა წურწუმია 2013, 9 იანვარი, 21:51 საქართველოს ცაზე"მოკაშკაშე ვარსკვლავი" ლელა წურწუმია ბოლო რამდენიმე თვეა ისე აღარ ასხივებს. ყველას კარგად ახსოვს, რომ ის ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო. ან კი რატომ არ უნდა ყოფილიყო, ის ხომ თითქმის ყველა კონცერტში მონაწილეობდა და ალბათ შესაბამის ანაზღაურებასაც იღებდა. ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ კი ლელას კარიერას სუსხიანმა ქარმა დაუბერა. ის ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კონცერტებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ალბათ ისიც გახსოვთ, სამტრედიაში დაგეგმილ წინასაარჩევნო კონცერტზე მხოლოდ ოციოდე კაცი თუ ეწვია. ზუსტად მაშინ იყო ბერა ივანიშვილის კონცერტიც რომელსაც დაახლოებით 34-36 ათასი ადამიანი ესწრებოდაო. მაშინ ლელამ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და მოიმიზეზა, რომ საჭესთან იჯდა. ლელასთან წარუმატებელი ცდის შემდეგ ჟურნალისტები მის პროდიუსერს, მამულიჩას დაუკავშირდნენ, რომელმაც კონცერტის არსებობაც კი გაიკვირვა. შემდეგ განაცხადა, რომ ლელა სადაც ატარებს კონცერტებს, ყველგან ბევრი ხალხიაო. ის კი არ უარყო, რომ ლელა ნამდვილად მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერ კონცერტებში. სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ წურწუმია თავის პროდიუსერთან ერთად სომხეთში წავიდა სამუშაოდ. გამგზავრების წინ ლელამ განაცხადა, რომ საქარველოში ვერ დააფასეს. ლელას თუ დავუჯერებთ, მან მიიღო რამდენიმე მოწვევა ამერიკიდან და სომხეთიდან. როგორც ჩანს მან ამერიკას სომხეთი არჩია. 4833 9-ს მოსწონს 1-ს არა
|