საზოგადოება რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ბერას რჩეული? 2013, 3 იანვარი, 22:45 საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ივანიშვილების ოჯახს პოპულარობა მოუტანა. ოჯახის ერთ-ერთი პოპულარული წევრი, რომელიც ქართველი გოგონების კუმირად იქცა, ბერა ივანიშვილია. როგორი უნდა იყოს გოგო, რომელიც ბერას სიმპათიას დაიმსახურებს? ამ და სხვა კითხვებზე ბერამ ჟურნალ "რეიტინგს" უპასუხა.
ბერას სურს, რომ ახალ 2013 წელს სიყვარული იპოვოს, მალე გაზაფხულიც მოვაო. სანამ ჩემს მეორე ნახევარს არ ვიპოვი, მანამდე ალბათ ნახევრად ცარიელი ვიქნებიო. სანამ ჩემს საქმეში ბოლომდე შემდგარი არ ვიქნები არ დავოჯახდები, ვიცი, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობააო. ბერა საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ითხოვს, თვლის, რომ კაცის მხრებზე უნდა იდგეს მთელი ოჯახი. ეს ყველაფერი კი არ გამორიცხავს, იმას, რომ ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ეყვარება.
თვლის, რომ მისთვის ადრეა დაოჯახება, თანაც მის ცხოვრებაში ჯერ არ გამოჩენილა გოგონა, რომელიც მოეწონება. მისმა რჩეულმა მარტო ბერა კი არა, ივანიშვილების ოჯახიც უნდა შეიყვაროს.
ბერას ჰქონია გატაცებები, მაგრამ სჯერა მარადიული სიყვარულის და ელოდება თავის ერთადერთს, რომელიც აუცილებლად მოუსმენს მის სიმღერებს.
ის სიმღერისთვის თავის დანებებასაც აპირებს, რადგან ჩემს თავს ვერ ვხედავ 50 წლის ასაკში სცენაზე მოხტუნავესო. სცენაზე ყოფნისას იმდენ ენერგიას ხარჯავს, რომ ძალიან უჭირს, აგრეთვე ცალკე სპორტული მომზადებაც სჭირდება. ამბობს, რომ მუსიკოსი კი არ არის, არამედ თავად მუსიკაა. 255 8-ს მოსწონს
|