x
image
t.x.
ნაციონალების ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი(ქონებრივი დეკლარაცია)
imageნიკა გილაური ნაციონალების ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. თურმე მისი ქონება რამდენიმე ასეულ მილიონს ითვლის. იმასაც ამბობენ, რომ მას მერაბიშვილთან ერთად აქვს ბიზნეს-ძალოვანი კლანი. მისავე სახელს უკავშირდება ენერგეტიკასთან არსებული ყველა საკითხი. ნიკა გილაური აკონტროლებდა "ენერგო პროს", საქართველოს ენერგო სისტემას - "საქ-ენერგოს". რაზეც მრავალმილიონიანი პროექტები ხორციელდებოდა და გილაურის წილიც საკმაოდ სოლიდური იყო. მისი მმართველობის დროს დაინიშნა ენერგო პროს დირექტორი ნატროშვილი, რომელიც გილაურის ბავშვობის მეგობარია. ასევე მისი ბავშვობის მეგობარია საქართველოს ენერგოსისტემის დირექტორიც. ე.ი. ხელსაყრელი ადგილები ძმაკაცებს ჩამოურიგა. საუკეთესო პარტნიორულ ურთიერთობაში იყო ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურთანაც, რომელიც ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მოიაზრება.

რაც შეეხება საბანკო სექტორს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ბანკს, - "საქართველოს ბანკს" ხელმძღვანელობს ირაკლი გილაური, დიახ, თვით ნიკა გილაურის ძმა. ამ ბანკთანაა დაკავშირებული ყველა მსხვილი ბიზნესი და სამთავრობო სტრუქტურებიც.

გილაურის ქონებრივი დეკლარაცია ძალიან შორსაა მის ნამდვილ ქონებასთან, მაგრამ მე მაინც მინდა შემოგთავაზოთ, რაზეც ხელი მიმიწვდა.

2008-2011 წლები - გილაური პრემიერ-მინისტრია და ამ ხნის მანძილზე მან სახელფასო სახით აიღო 465 980 ლარი.


2008 წ. -113 800 ლარი.

2009 წ.-73 789 ლარი.

2010 წ.-126 241 ლარი.

2011 წ.-152 150 ლარი.

დეკლარაციაში არსებობს გრაფა, სადაც ითხოვენ მონაცემს: ოჯახში არსებული ნაღდი ფული 4 ათას ლარს ზემოთ. გრაფა ცარიელია, მაშინ როცა 2009 წელს, ყველაზე დაბალი ხელფასის დროს თვიური ხელფასი 6 149, 083 ლარია.

0
281
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0