x
image
t.x.
"საცოდავი", ცოლის ხარჯზე მცხოვრები ყოფილი მაღალჩინოსანი(ქონებრივი დეკლარაცია)
imageმის სახელს არც ერთი ბიზნესი არ უკავშირდება, თუმცა არც სჭირდება, ის ხომ მდიდარი ცოლის და ბიზნესმენი მამის პატრონი, ყოფილი მაღალჩინოსანია.

სააკაშვილის კარზე ის ერთ-ერთი მიღებული ფიგურა იყო და ალბათ ახლაც არის.

ეს გიგა ბოკერიაა. 2008-2010 წლებში ის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ამ სამ წელიწადში მისმა შემოსავალმა 190 063, 64 ლარს მიაღწია.

2008 წელს გიგა ბოკერია საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. მან ხელფასის სახით 3 506 ლარი და38 461 ლარი აიღო. ჯამში 41 967 ლარი.


2009 წელს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე იყო, მაგრამ მისი ხელფასი 72 802, 5 ლარი იყო.(თითქმის ორმაგი ოდენობის, წინა წელთან შედარებით).

2010 წელს იგივე თანამდებობაზე 8 091, 42 ლარი, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტზე კი 67 175, 725 ლარი გამოიმუშავა. image

თვითონ ბევრი ვერაფერი ბიჭი ყოფილა, აი მეუღლე კი ნამდვილად დასაკვეხნი ჰყავს. თამარ ჩერგოლეიშვილმა 2008, 2009 და 2010 წლებში ევროსაბჭოს პროექტში მენეჯერად მუშაობისას, 2008 წელს 30 000 ევრო, 2009 წელს 96 000 ევრო და 2010 წელს 36 000 ევრო გამოიმუშავა. გარდა ამისა, ქალბატონი თამარი ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი იყო და 2010 წელს ხელფასის სახით 132 000 ლარი აიღო, რაც თვეში 11 000 ლარია. როგორც ვხედავთ მეუღლის შემოსავლის ფონზე, გიგა ბოკერიას ხელფასი საცოდავი გროშებია.

ბოკერიების ოჯახი პეკინის გამზირზე 60 კვ.მ. ბინაში ცხოვრობს. ოჯახი ოთხი სულისაგან შედგება: გიგა ბოკერია, მისი მეუღლე, ქალიშვილი კესარია და გერი ეკატერინე.

ბოკერიებს როგორც ჩანს დიდი და ძვირფასი სახლები არ ხიბლავთ, სამაგიეროდ მისი მამა, ლევან ბოკერია სამშენებლო ბიზნესში გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, ოღონდ ვარდების რევოლუციის შემდეგ.

დეკლარაციის თანახმად გიგამ მამისგან საჩუქრად 75 000 დოლარი მიიღო 2010 წელს.

არ დაგავიწყდეთ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ხალხს პურის ფული და სამსახური ენატრება.

0
182
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0