x
image
nukrichanturia
შალვა ნათელაშვილის ქონება
image შალვა ნათელაშვილმა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 15 მაისს შეავსო. როგორც მოგეხსენებათ, ბატონი შალვა, პარლამენტის სხდომებს არ ესწრებოდა, მაგრამ პარლამენტის წევრად მაინც ითვლებოდა და შესაბამისად ხელფასსაც იღებდა.

შალვა ნათელაშვილი დაიბადა 1958 წლის 17 თებერვალს. ჰყავს მეუღლე, ბელა ალანია და ორი შვილი: ბექა და დარეჯანი.

შალვა ნათელაშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიროტაძის ქუჩაზე, რომლის ფართობი შეადგენს 136.0 კვ.მ-ს. ასევე, მას ეკუთვნის აგარაკი ბაზალეთში. ფართობი- 450.0 კვ.მ. შალვა ნათელაშვილი ასევე ფლობს საოფისე ფართს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, რომლის ფართობი 366.0 კვ.მ-ია. თუმცა, ამით არაფერი არ მთავრდება. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი ბაზალეთში, რომლის ფართობი 8500 კვ. მ - ს შეადგენს.

ახლა რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას მხოლოდ 500 ლარი ერიცხებოდა "თი-ბი-სი" ბანკში. ხოლო მის მეუღლეს, ბელა ალანიას 98000.0 ევრო ერიცხებოდა ბანკ "ვენაში".


შალვა ნათელაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, ანაზღაურების სახით 67110.0 ლარი მიიღო.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია მანქანის შესახებ, რომელიც ბატონმა შალვამ 31000 დოლარად გაყიდა. შალვა ნათელაშვილი და მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ, რაიმე კომერციულ საქმიანობაში და არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს.


0
632
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
632
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0