x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობდა ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებაში ყოფნისას

image ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა 2007 წლის 20 აპრილს შეავსო. ირაკლი ოქრუაშვილი დაიბადა 1973 წლის 6 ნოემბერს ცხინვალში. ჰყავს მეუღლე, ირინა გორდელაძე - დაბადებული 1975 წლის 31 ოქტომბერს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მათ ქონებას. დეკლარაციის შევსების დროს, ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაში იყო ბინა თბილისში, რომელიც თავის დროზე 123600 ლარად იყო შეფასებული. ავეჯი, რომელიც ბინაში იდგა 9000 ლარად იყო შეფასებული. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, ირაკლი ოქრუაშვილს "რესპუბლიკა" ბანკის ანგარიშზე 108147 დოლარი ერიცხებოდა. ირინა გორდელაძეს ამავე ბანკის ვიზა ბარათზე 6384 ლარი ერიცხებოდა. ირინა გორდელაძეს ასევე ჰქონდა გახსნილი "თი-ბი-სი" ბანკში ანგარიში, სადაც მას 11499 ლარი ერიცხებოდა კოსმო ბარათზე, ხოლო ამავე ბანკის ვიზა ბარათზე 6007 ლარი. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ შევსების დროს ირაკლი ოქრუაშვილს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 5000 დოლარის ოდენობით, ხოლო ირინა გორდელაძეს 30000 დოლარის ოდენობით. დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილი არ მონაწილეობდა რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში და არ ფლობდა ფასიან ქაღალდებს. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარი ავტომანქანა 7500 დოლარად გაასხვისა. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ მინისტრის პოსტზე 70000 ლარი შეადგინა. ირინა გორდელაძე იყო ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იურისტი, სადაც მან ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 18259 დოლარი აიღო.image

როგორც ხედავთ, ფულის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი.


0
541
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
541
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0