საქართველო რა ქონებას ფლობს საქართველოს მთავარი პროკურორი 2012, 23 დეკემბერი, 23:02
არჩილ კბილაშვილი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, არჩილ კბილაშვილს "თი-ბი-სი" ბანკის ვიზა გოლდ ბარათზე 11754.16 ლარი ერიცხებოდა, ხოლო ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 322.48 ლარი ერიცხებოდა. მას ასევე გახნილი აქვს უამრავი საბანკო ანგარიში, თუმცა ძირითადად იქ ბევრი ფული არ ირიცხება. მაგალითად, "კორსტანდარტ" ბანკის მიმინარე ანგარიშზე 0.7 ლარი ერიცხებოდა. მას ასევე გახნილი ჰქონდა ანგარიში ბანკ "ქართუში", თუმცა იქ მიმდინარე ანგარიშზე არაფერი ჰქონდა. დეკლარაციის შევსების მომენტში, არჩილ კბილაშვილს, ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული 5000 ლარის, 50000 დოლარის და 25000 ევროს ოდენობით. როგორც ხედავთ, ფულის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. დეკლარაციის მიხედვით, წინა წელს, არჩილ კბილაშვილი იყო შპს "მარგის" და "სინკ თრეიდინგის" პარტნიორი, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ამ საქმიანობისთვის, წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკებრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი - 0.0 ლარი იყო. არჩილ კბილაშვილი ერთდროულად დირექტორობდა, შპს "ფორტუნა მედიას", "წავკისი ჰილსაიდს", "ტიტან სითს" და "მცხეთის უძრავ ქონებას". ამ შემთხვევაშიც დაფიქსირებულია დეკლარაციაში, რომ მას აქედან შემოსავალი არ მიუღია. არჩილ კბილაშვილი იყო შპს ""მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგურის" პარტნიორი. მან ამ საქმიანობისთვის 80000 ლარი გამოიმუშავა. არჩილ კბილაშვილი იყო შპს "კავკასიის ციფრული ქსელის" ადვოკატი, მან ამ საქმიანობისთვის, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 7742.45 ლარი აიღო. იგი ასევე იყო შპს "ომეგა მოტორსის" ადვოკატი, მან აქ ამ საქმიანობისთვის 32496 ლარი აიღო. იგი აგრეთვე იყო შპს "მარგის" ადვოკატი. მისმა ანაზღაურებამ აქ 12100 ლარი შეადგინა. ის ამავდროულად იყო შპს "მაქსბეთის ადვოკატი", მან ამ საქმიანობისთვის 19750 ლარი აიღო. ეს სია კიდევ გრძელდება. როგორც ჩანს, საკამოდ მაღალანაზღაურებადი ადვოკატი ყოფილა, რაც მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. 625 6-ს მოსწონს 1-ს არა
|