x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს მარიამ საჯაია

image ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მარიამ საჯაიმ თავისი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა 2012 წლის 21 დეკემბერს შეავსო. მარიამ საჯაია დაიბადა 1991 წლის 15 მარტს თბილისში. დეკლარაციაში მითითებულია მხოლოდ მისი შვილი და დედა. ქმრისა და მამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს მოცემულ დეკლარაციაში. შვილი - მერაბ სამარგულიანი, დაიბადა 2010 წლის 2 მარტს თბილისში. დედა - ნაზი არონია, დაიბადა 1955 წლის 28 აპრილს წალენჯიხაში. ახლა რაც შეეხება უძრავ ქონებას. მარიამ საჯაიას საკუთრებაშია ბინა თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, რომლის ფართობი 53 კვ.მ-ს შეადგენს. ნაზი არონია ასევე ფლობს ბინას ცინცაძის ქუჩაზე, რომლის ფართობი 80 კვ. მეტრია. მარიამ საჯაიას მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა mercedes Benc vvs-551. ასევე ნაზი არონიასაც ჰყავს მანქანა - infiniti fx35. დეკლარაციის მიხედვით, მარიამ საჯაია არ ფლობს რაიმე ფასიან ქაღალდებს.

image ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მარიამ საჯაიას ჰქონდა ანაბარი გახსნილი "ლიბერთი ბანკში", სადაც მას 16500 ლარი ერიცხებოდა. მარიამ საჯაიას, ასევე ჰქონდა გახსნილი ანგარიში "საქართველოს" ბანკში. მას აქ სახელფასო ანგარიშზე 100 ლარი ერიცხებოდა. მარიამს გახსნილი ჰქონდა "თი-ბი-სი" ბანკში ანგარიში, სადაც მას მიმდინარე ანგარიშზე 10 ლარი ჰქონდა. ნაზია არონიას "თი-ბი-სი" ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 2500 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 50 ლარი ერიცხებოდა. დეკლარაციის შევსების დროს, მარიამ საჯაიას, ხელთ არ ჰქონდა ნაღდი ფული, რომელიც აღემატებოდა 4000 ლარს. მარიამ საჯაიას ოჯახი არ მონაწილეობს, რაიმე კომერციულ საქმიანობაში და შესაბამისად აქედან შემოსავალს არ იღებს.

image ახლა რაც შეეხება მის შემოსავალს. მარიამ საჯაია იყო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა დაცვა და ოცამეერთე საუკუნეს" თავჯდომარე. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა შემოსავალმა ამ პოსტზე 5400 ლარი შეადგინა. ნაზი არონია იყო საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ქუთაისის ოფისის აპარატის უფროსი. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ ამ პოსტზე 22480 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ნაზი არონიას "თი-ბი-სი" ბანკიდან გამოუტანია სესხი 6500 ლარის ოდენობით. დეკლარაციის მიხედვით, მარიამ საჯაიას ამ დროის განმავლობაში, არ მიუღია რაიმე ძვირფასი საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს.

იმედია მოგეწონათ ჩემი სტატია. კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ, თუ რომელი საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია გაინტერესებთ. შევეცდები უმოკლეს ხანში დავაკმაყოფილო თქვენი ცნობისმოყვარეობა.


6
6581
16-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
6581
  
2015, 4 მარტი, 13:11
მის მფლობელობაშია mercedes Benc ,,vvs-551", სამსუნგ გალაქსის ფირმის ტელეფონი, ნომრით 577 005 055, ჩიკოკიტატას მარკის წითელი ფეხსაცმელი ზომით 41... კარგით რა, ყველაფერს აქვს ბოლოს და ბოლოს საზღვარი. ბარემ ისიც მიაწერეთ ბინა რა ნომერია :)
2014, 9 ოქტომბერი, 11:20
dzalian axalgazrda xom araa imistvis rom raime girebuls flobdes...........
2013, 4 იანვარი, 17:58
კაი კიარა ულამაზესი გოგოა,ძალიან მომწონს
2012, 24 დეკემბერი, 15:14
კაი ბოვშია:))) რას ერჩიან ამ გოგონიას,ცუდი არაფერი გაუკეთებია. თავისთვის არის ნაციონალებში:))))
2012, 24 დეკემბერი, 12:23
რა თუნდათ კაცები..:D
2012, 23 დეკემბერი, 19:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6