x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
image























ალექსანდრე ჭიკაიძემ თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრა 2014 წლის 6 იანვარს შეავსო. ალექსანდრე ჭიკაიძე დაიბადა 1985 წლის 6 ივნისს თბილისში. მისი მეუღლე - ნათია ოკრიბელაშვილი დაიბადა 1982 წლის 8 აპრილს თბილისი. წყვილს ჰყავს ორი შვილი - გივი და ნატალია. საცხოვრებელ ადგილად მითითებული აქვთ ქალაქი თბილისი, გულუას #10.

ალექსანდრე ჭიკაიძეს მფლობელობაშია ბინა თბილისში ბახტრიონის 16 - ში. ბინა 72, რომლის ფართობი 100 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მის მფლობელობაშია აგრეთვე მშენებარე ბინა მიცკევიჩის ქუჩაზე, რომლის ფართობი 293 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დეკლარაციის მიხედვით ოჯახის არცერთი წევრი არ ფლობს რაიმე ფასიან ქაღალდებს და არ მონაწილეობს რაიმე სამეწარმეო საქმიანობაში.

ალექსანდრე ჭიკაიძემ, როგორც შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა შემოსავლად 9757.34 ლარი მიიღო. მისმა დედამ - ქალბატონმა მზია მაღალდაძემ, რომელიც ექიმი გახლავთ, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში მისმა ანაზღაურებამ 7200 ლარი შეადგინა. შემდეგში, ალექსანდრე ჭიკაიძემ, როგორც შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა 45862 ლარი მიიღო, ხოლო შემდგომი დაწინაურების შემდეგ, რადგანადაც დეკლარაციის შევსების დროს ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ პოსტზე 11351.54 ლარი შეადგინა მისმა ანაზრაურებამ. დეკლარაციაში მითითებულია აგრეთვე ისიც რომ, მინისტრმა 140000 დოლარის ოდენობით იპოთეკური სესხი გამოიტანა.


დეკლარაციის მიხედვით, მათ ოჯახს არ მიუღია, რაიმე ისეთი საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 500 ლარს. უცნობია შინაგან საქმეთა მინისტრს ან რომელიმე მისი ოჯახის წევრს თუ ჰყავს ავტომობილი, ამის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

0
249
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0