საქართველო რა ქონებას ფლობს პავლე კუბლაშვილი 2012, 17 დეკემბერი, 20:38 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა, თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლის 22 მაისს შეავსო. პავლე კუბლაშვილი დაიბადა 1976 წლის 31 იანვარს ტყიბულში. ჰყავს მეუღლე, თამილა აბუთიძე - დაბადებული 1974 წლის 17 ივნისს გაგრაში. წყვილს ჰყავს ორი შვილი: ნუცა და ალექსანდრე. ახლა რაც შეეხება უშუალოდ მათ ქონებას. პავლე კუბლაშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, რომლის ფართობი 160 კვ.მ -ს შეადგენს. ასევე მის საკუთრებაშია ავტოფარეხი, რომელიც ამავე მისამართზე მდებარეობს. პავლე კუბლაშვილის ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს სოფელ გრიგოლეთში, რომელიც ლანჩხუთის რაიონში მდებარეობს. თამილა აბუთიძის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი მცხეთაში, რომლის ფართობი 947 კვ.მ-ს შეადგენს. თუმცა ის ამ ნაკვეთის ერთპიროვნული მფლობელი არ არის, ის მხოლოდ 50%-ს ფლობს. თამილა აბუთიძის მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი მცხეთაში, რომლის ფართობი 120 კვ.მ-ს შეადგენს. ამ შემთხვევაშიც ის 50% - იან წილს ფლობს. თამილა აბუთიძის საკუთრებაშია ავტომანქანა ტოიოტა პრადო. პავლე კუბლაშვილის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, პავლე კუბლაშვილს "თი-ბი-სი" ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 1000 ლარი ერიცხებოდა. სხვაგანაც ჰქონდა მას გახსნილი ანგარიში, მაგრამ იქ ფული არ ერიცხებოდა. პავლე კუბლაშვის ოჯახს არ მიუღია საჩუქრად რაიმე ძვირადღირებული ნივთი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 4000 ლარს. ახლა რაც შეეხება ბატონ პავლეს შემოსავალს. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმა ანაზღაურებამ საქართველოს პარლამეტის წევრის პოსტზე 69045 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ პავლე კუბლაშვილს გამოუტანია სესხი "თი-ბი-სი" ბანკიდან 20000 დოლარის ოდენობით. 195 5-ს მოსწონს
|