x
image
nukrichanturia
რა ქონებას ფლობს კობა ხაბაზი

image კობა ხაბაზმა თავისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პარლამეტის წევრმა 2012 წლის 20 მაისს შეავსო. კობა ხაბაზი დაიბადა 1967 წელს ქობულეთში. ჰყავს მეუღლე - მანანა რობაქიძე, რომელიც დაბადებულია 1970 წლის 14 აგვისტოს. მათ ჰყავთ ორი შვილი: ზურაბი და ნინო. ახლა რაც შეეხება კობა ხაბაზის ქონებას. დეკლარაციის შევსების დროს, კობა ხაბაზის საკუთრებაში იყო მშენებარე სახლი თბილისში, რომლის ფართობი 106 კვ.მ-ს შეადგენს. ასევე კობა ხაბაზის საკუთრებაში არის მიწის ნაკვეთი თბილისში. კობა ხაბაზი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს, მას "ბაზის ბანკის" საკრედიტო ანგარიშზე 350 ლარი ერიცხებოდა, ხოლო "საქართველოს" ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 1300 ლარი. "თი-ბი-სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 5000 ლარი ერიცხებოდა. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ კობა ხაბაზს ხელთ ჰქონდა ნაღდი ფული, 8000 ლარის ოდენობით. დეკლარაციის მიხედვით, კობა ხაბაზი არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში, მისმი ანაზღაურებამ, საქართველოს პარლამენტის წევრის პოსტზე 49017 ლარი შეადგინა. მანანა რობაქიძე არის თბილისის საკრებულოს სპეციალისტი, სადაც მან ამ საქმიანობისთვის, ერთი საანგარიშო წლის განმავლობაში 5700 ლარი აიღო. დეკლარაციაში მითითებულია, რომ კობა ხაბაზს 120000 ლარი აქვს დახარჯული სახლის მშენებლობაზე. კობა ხაბაზმა ასევე გამოიტანა სესხი "თი-ბი-სი" ბანკიდან 16272 ლარი ოდენობით, ხოლო "საქართველოს" ბანკიდან 10811 ლარის ოდენობით. 2011 წლიდან კობა ხაბაზს არ მიუღია საჩუქარი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 500 ლარს.image

1
250
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
250
  
2012, 15 დეკემბერი, 1:43
ეს კობა ხაბაზი.....აბა შენ სხვები ნახეე :D:D:D
0 1 1