საზოგადოება თურმე, ქართველი არ ვყოფილვარ 2012, 29 ნოემბერი, 23:38
ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ჩემს სიგლახეში უნდა გამოგიტყდეთ და ვაღიარო, რომ როცა გვარი გავიგე, ნახვის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. მიზეზი კი ის იყო, რომ ბიოლოგიურად ქართველი არ ვყოფილვარ. ჩემს ნამდვილ დედ-მამას ქართულიც არ ცოდნიათ. სამშობიაროში კი იმიტომ დამტოვეს, რომ მეცხრე გოგო ვიყავი, თანაც ექიმებს უთქვამთ, ჯანმრთელი არ არისო და თავიდან მომიშორეს. ისიც გავარკვიე, რომ ჩემს დატოვებაში ფულიც მოუთხოვიათ. ეს ამბები გაცილებით მძიმედ გადავიტანე, ვიდრე შვილად აყვანის ამბავი. ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემს გამზრდელ მშობლებს ყველაფერი ვუამბე. სამივენი ხმამაღლად ვტიროდით და ერთმანეთს ვეხუტებოდით. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მათზე ახლობელი ადამიანები არ მყავს და ახლა გაცილებით უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე მანამდე მიყვარდა. 504 10-ს მოსწონს 1-ს არა
|