x
image
bellatrix
საყოველთაო ამნისტია

imageბოლო დღეებში ძალიან აქტიურად მესმის, რომ ეკა ბესელიას ინიციატივით, თაოსნობით და ა.შ. მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს საყოველთაო ამნისტია და შესაძლოა სასჯელაღსრულებითი დაწესებულება 40 000-ამდე მსჯავდებულმა დატოვოს. გასაგებია, რომ ციხე ცუდია, ის ევროპული სტანდარტები რასაც მოითხოვს დირექტივები მინუსებშია, მაგრამ მაინც არ მესმის რატომ უნდა მოხდეს ამნისტია, თანაც საყოველთაო. ზოგადად ამნისტიის არსი მე მესმის, როგორც პერიოდულად განხორციელებული ქმედება, რომელიც იწყალებს იმ პატიმრებს ვისაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ციხეში სამაგალითო ქცევით გამოირჩევა. შეიძლება ძალიან არაპოპულარულ აზრს ვამბობ, მაგრამ მაშინ რისთვის არსებობს კანონი? და რა არის სასჯელის მიზანი? რატომ დავხარჯეთ ამხელა რესურსი, რომ ვიღაცას (ამ შემთხვევაში ეკა ბესელიას) საკუთარი პოლიტიკური ფიგურისათვის პლიუსების დაწერის მიზნით ერთი ხელის მოსმით გამოეშვა ამდენი პატიმარი?


არგუმენტი "ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინმეს ჩაუმტვრევენ თუ არა ფანჯრებს, იმასთან შედარებით, რომ საბყრობილეები დაცარიელდება" ცოტა უაზროდ მეჩვენება.


მეორე და სრულიად ლოგიკური კითხვა რაც მებადება არის ის თუ სად მიყავთ ამდენი დაუსაქმებელი პატიმარი. ამ ადამიანებმა ვინც დღეს სასჯელს იხდის რაღაცის გამო გადადგეს ეს ნაბიჯი, იქნებოდა ეს უმუშევრობა თუ შიმშილი (მე არ ვსაუბრობ მკვლელობასა და მსგავს დანაშაულებებზე) და როცა შენ ციხიდან უშვებ მათ რაღაც საფუძველი ხომ უნდა გქონდეს რომ იგივე დანაშაულისაგან თავის არიდება შეგეძლოს? ჩემთვის როგორც მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი უსაფრთხოება, ჩემი სიმშვიდე და შენ როგორც სახელმწიფოს მმართველი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ვალდებული ხარ პირველ რიგში ეს გაითალისწინო და დაფიქრებით გადადგა ნაბიჯი, იქნება ეს საყოველთაო ამნისტია თუ სკვერებში პალმების დარგვა.

3
193
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
193
  
2012, 20 ნოემბერი, 16:33
რამდენი ადამიანი იტანჯება უსამართლოდ ციხეებში,პატიმართა ოჯახების მდგომარეობაზე აღარაფერს ვამბობ..შენ კიდევ დასაქმების პრობლემაზე საუბრობ,აბა რა უნდა გელაპარაკო:l
2012, 20 ნოემბერი, 16:29
ავტორ ”ყველანი ციხეში”ზე რას იტყვი?:არ ფიქრობ რომ ”საყოველთაო ამნისტია”ყველაზე ლოგიკური გაგრძელებაა ამ ჯაჭვის?
2012, 20 ნოემბერი, 16:21
სანამ ამინისტია დაიწყება თავს დაცულად გრძნობ? ანუ ფიქრობ რომ გარეთ არ არიან კრიმინალები? იცით რამდენი უდანაშაულოა ციხეებში? მაგრამ სხვისა ჭირი ღობეს ჩხირიო ნათქვამია, აუცილებელია თქვენც უნდა გამოსცადოთ რომ მიხვდეთ ეს რა ტკივილია? იქნებ დაფიქრდეთ სანამ ამ თემაზე დაიწყებთ მსჯელობას...
0 1 3