საზოგადოება თეა თუთბერიძე ბაჩო ახალაიას დაკავების შესახებ 2012, 7 ნოემბერი, 17:05 თეა თუთბერიძე, დარწმუნებული ვარ ეს სახელი და გვარი დღეს ნებისმიერმა საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა იცის. თეა თუთბერიძე პირადად მე "კმარას" პერიოდიდან მახსოვს, იყო მისი გამოსვლები მამა ბასილის წინააღმდეგ და ა.შ. ერთი პერიოდის განმავლობაში კი თეა თითქოს დაიკარგა. 2012 წლის სექტემბერში ციხის მასალების გამოქვეყნების შემდეგ კი თეა იმ მთავრობის ხმალამოღებულ დამცველად მოგვევლინა, ვის მიერ დანიშნულ მინისტრებსაც, განსაკუთრებით კი განათლების მინისტრებს წლების განმავლობაში აკრიტიკებდა. თეა თუთბერიძე მთელი პერიოდის განმავლობაში ბაჩო ახალაიას ინტერესებს იცავდა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში და მის დადებით თვისებებზე საუბრით არ იღლებოდა. როგორც მოგეხსენებათ ბაჩო ახალაია გუშინ დაახლოებით ღამის 1 საათისათვის დააკავეს, საზოგადოების აზრი არაერთგვაროვანი იყო, ზოგმა ჩათვალა, რომ "სამართალმა პური ჭამა", ზოგმა ეს დიდ უსამართლობად მიიჩნია, თუმცა თეა თუთბერიძე მაინც გამორჩეული იყო. გუშინ ის პროკურატურის მთავარ შენობასთან ბაჩო ახალაიას მეგობრის სტატუსით მივიდა და დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაუჩერებლად წერს თავის Facebook-ის გვერდზე. მოდი თვალი გადავავლოთ, თუ რას ფიქრობს და ამბობს თეა თუთბერიძე ამ მოვლენებთან დაკავშირებით.
თეას განცხადებით ის დღეს ბაჩო ახალაიაა და მოითხოვს ისიც დააპატიმრონ ხოლო მეორე განცხადებაში თეა აღნიშნავს, რომ ყოველთვის ეამაყებოდა და ახლაც ეამაყება ბაჩო ახალაია :) თეას განცხადებით ხელისუფლებას უფრო შეეშინდა ბაჩო ახალაიას დაბრუნების, ვიდრე ბაჩო ახალაიას ხელისუფლების. მისი განცხადებით ბაჩო ახალაია როდესაც დაბრუნდა საქართველოში და განაცხადა, რომ ნებისმიერ კითხვაზე უპასუხებდა, ეს ახლანდელი ხელისუფლებისათვის საშიში განცხადება იყო და სწორედ ამიტომ დააკავეს ბაჩო ახალაია "არარეალური" ბრალდებით. თეა თუთბერიძის განცხადებით ბაჩო ახალაია დაკავებულია ვაჟკაცობის, ქურდული სამყაროს ამოძირკვის, სამშობლოს სადარაჯოზე დგომისთვის, მუხლჩაუხრელი შრომისათვის და ა.შ. ბრალდებით. ჯერ-ჯერობით სულ ეს არის რასაც თეა წერს თუმცა არასრულ 24 საათში ვფიქრობ, რომ ზედმეტად ბევრი და ემოციური გამოსვლები ჰქონდა ქალბატონ თეას. რაც ყველაზე სასაცილოდ მომეჩვენა მის გვერდზე, სხვა მომხმარებლის მიერ დაწერილი სტატუსია "წარმოიდგინეთ, როგორ დარბის თეა თუთბერიძე ქუჩებში მანანა გამახურდიასავით და წერს თავისუფლება ბაჩოს-ო" ისე მე ვფიქრობ, თეა, რომ კმარა ! თქვენ რას ფიქრობთ? 176 1-ს მოსწონს
|