x
image
bellatrix
დეპრესია (?!)
image









ნამდვილად არ ვიცი მოდაშია ალბათ, ამ ბოლო დროს უამრავი ადამიანებისაგან მესმის რომ დეპრესიაში არიან. მესმის რთულია ამდენი პრობლემის გამკლავება, ყველაფერზე ფიქრი მაგრამ აქ რეალურად სხვა პრობლემას ვაწყდებით. ყველაზე მეტს დეპრესიაზე ახალგაზრდა ადამიანები საუბრობენ, დაახლოებით 18-22 წლის ასაკის ბავშვები. მოდით ცოტა გულწრფელები იყავით საკუთარ თავებთანაც და სხვებთანაც.




20 წლის ადამიანი როცა ზიხარ და წუწუნებ იმ ფაქტზე რომ ცხოვრებამ ზურგი შეგაქცია, სიყვარულმა დაგტანჯა, გული გაქვს გატეხილი და მეტი აღარ შეგიძლია საინტერესოა ვისმა სიყვარულმა გატკინა გული მიკი მაუსმა არ მოგცა "დაბრო"?!



image




როცა წუწუნებ რომ წონაში 2 კილო მოიმატე იმის გამო რომ გუშინ მეგობრებთან ერთად გაერთე და ახლა დიეტაზე ხარ, დიეტის დაცვა არ შეგიძლია და ამის გამო წუწუნებ 24 საათი გიფიქრია ოდესმე იმ ფაქტზე რომ ვიღაც შიმშილისგან კვდება?!



როცა ზიხარ და წუწუნებ რომ ვერ მეცადინეობ, იმიტომ რომ ბევრი სასწავლი გაქვს, არადა რეალურად 24 საათი კომპიუტერთან ზიხარ გიფიქრია იმაზე რომ ჩემი მეზობელი ელექტროენერგიის დავალიანების გამო ზის და სანთლის შუქზე სადოქტორო ნაშრომს წერს?!



იქნებ ცოტა თვალები გაახილოთ? ვარდისფერი სათვალეები მოიხსნათ და რეალურად დაუწყოთ ცხოვრებას ყურება?! თუ მოგწონთ მსხვერპლის როლში ყოფნა, როცა ოდნავ წლიანი თვალები უფრო მეტად საინტერესოს გხდით?! მაგრამ როცა ამ სისულელეებზე წუწუნებთ, გიფიქრიათ რამდენი ადამიანი იტანჯება რეალური პრობლემებითა და ამ პრობლემებით გამოწვეული დეპრესიით?! და კიდევ უფრო მეტი, რამდენი ხმას არ იღებს და ცდილობს საკუთარი შესაძლებლობებით გაუმკლავდეს პრობლემებს?! imageგადაწყვიტეთ პრობლემა მარტივად და უთხარით უარი ვარდისფერ სათვალეებს, საკუთარ თავზე იმუშავეთ და მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი რაც ახლა დეპრესიის მიზეზად მიგაჩნიათ უბრალოდ ცხოვრებისთვის დამახასიათებელი პატარ-პატარა პრობლემებია და რაც მთავარია, რეალურად აღიქვით მოვლენები.

image


1
88
3-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
88
  
2012, 20 ოქტომბერი, 14:37
გათანხმებით...
0 1 1