საზოგადოება ოსტატი და მარგარიტას ახალი ეკრანიზაცია 2012, 2 ნოემბერი, 14:42 ანჯელინა ჯოლი და ჯონი დეპი ”ოსტატ და მარგარიტაში" ითამაშებენ. ყველაზე მისტიკური რუსული რომანის „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციას ხელი სკოტ სტეინფორდმა მოჰკიდა. მისმა კომპანია „Stone Village Production“-მა ფილმის წარმოებისთვის უფლებები უკვე მოიპოვა. იდუმალებით მოცული ამბავი, რომელიც პატრიარქის ტბორებიდან იწყება და შემდეგ, დროისა და სივრცის ზღვარს სცილდება, პირველად რეჟისორმა ანჯეი ვაიდამ 1971 წელსგადაიღო. ამას მოჰყვა კიდევ ხუთი ფილმი. უკვე ცნობილია, რომ კომპანია პროექტის გადასაღებად 100 მილიონ დოლარს დახარჯავს, ხოლო მთავარი როლების სათამაშოდ ცნობილ მსახიობებს მოიწვევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლივუდელი „ოსტატი და მარგარიტა“ შესაძლოა, ჯონი დეპი და ანჯელინა ჯოლი გახდნენ, თუმცა, განსხვავებული ვარიანტის მიხედვით, ამ როლებზე ბრედლი კუპერი და ნატალი პორტმანი მოიაზრებიან. 284 2-ს მოსწონს
|