დღეს ნიუ იორკში სავალალო მდგომარეობაა. დღეს როგორც იცით შტატს შტორმმა გადაუარა. მოსახლეობა ევაკუირებულია. ნიუ იორკის სპეციალური სამსახურები საგანგებო მდგომარეობაში მუშაობენ. ზარალის ოდენობა ამ დროისათვის უცნობია. ქალაქში ახლაც საშინელი ქარი და წვიმაა, ქარის სიჩქარე კი საათში 10 მილამდე აღწევს. ვიდეოების პორტალი იუთუბი მოსახლეობას ნიუ იორკში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში უჩვენებს. თქვენ თავად შეგიძლიათ უყუროთ ამ პროცესებს. პირადად მე ამ ფოტომ რატომღაც ფილმი 2012 გამახსენა..