x
image
bellatrix
ფასდაკლების ახალი სისტემა

imageდღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი ფასდაკლების სისტემა ამოქმედდა. აქამდე არსებული ფასდაკლების სისტემის მიხედვით, პირველი მგზავრობისას (მხოლოდ პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში) იხდიდით 50 თეთრს, მეორე მგზავრობა 30, ხოლო სხვა ყველა დანარჩენი 20 თეთრი ღირდა. სტუდენტებისათვის მგზავრობის საფასური 20 თეთრს შეადგენდა.



ახალი ფასდაკლების სისტემის მიხედვით, ავტობუსში ან მეტროში ბილეთის აღებიდან საათნახევრის განმავლობაში მგზავრობა უფასოა, რამდენი სატრანსპორტო საშუალებაც არ უნდა გამოიცვალო, საათნახევრის შემდეგ კი ჩვეულებრივ, ისევ 50 თეთრიან ბილეთს იძლევა სალარო აპარატი. სტუდენტებისათვის ბილეთის საფასური კვლავ 20 თეთრია, მაგრამ ფასდაკლების სისტემა მათზეც მოქმედებს. ავტობუსში ასვლისას აუცილებელია ბილეთის აღება და თუ საათნახევარი არ არის გასული სალარო აპარატი 0 (ნულოვან) ბილეთს მოგცემთ.


აღნიშნული იდეა განთავსებული იყო საიტზე და 15 000 ხელმომწერი მოაგროვა, რის შემდეგაც ამოქმედდა აღნიშნული სისტემა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგის მოსაზრებით უმრავლესობა ადამიანებისა ვინც ტრანსპორტით სარგებლობს დილას მგზავრობიდან საღამომდე დროს სამსახურში ატარებს და შესაბამისად ძველი სისტემა უფრო მოსახერხებელი და იაფი იყო.


რა აზრის ხართ თქვენ? მოგწონთ ახალი ფასდაკლების სისტემა?

1
101
1-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
101
  
2012, 16 სექტემბერი, 18:53
პირიქით გაუზვირებიათ
0 1 1