x
image
bellatrix
რა აინტერესებს მკითხველს ?

imageარც თუ ისე დიდი ხანია რაც ინტერმედიაზე ვწერ, მაგრამ ამ საიტს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდი თვალს. ამ სახის საიტებს ის უპირატესობა გააჩნია, რომ გარდა საკუთარი სტატიების პოპულარობისა აფასებ ზოგადად რა აინტერესებს ყველაზე მეტად მკითხველს. მეც საკუთარი შეხედულება ჩამომიყალიბდა თუ რისი წაკითხვა, მოსმენა თუ ნახვა ახარებს და აინტრიგებს ყველაზე მეტად მკითხველს. პირველ რიგში ეს არის ე.წ. სელებრითების ცხოვრება, აუცილებელია სტატიისა თუ ვიდეოს სათაურად რომელიმე მათგანის სახელი შეუსაბამო, მაშინვე რამდენიმე ათეული მნახველი იხილავს შენს სტატიასა თუ ვიდეოს, მე რომ მკითხოთ არანაირად არ არის საინტერესო რა ფერი პენუარით სძინავს ნინა წკრიალაშვილს და რა ფერის აბაზანის ჩუსტები აქვს ლელა წურწუმიას, მაგრამ როგორც ჩანს ხალხს აინტერესებს. მეორე ეს პოლიტიკაა, საინტერესოა ისეთი პოლიტიკური მოვლენებით დახუნძლულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, მეორე ადგილს რომ იჭერს ეს მოვლენა. მესამე და მნიშვნელოვანი არის მასალები, რომელიც სექსს, ქალიშვილობის ინსტიტუტს და მსგავს თემებს ეხება. არც ეს არის გასაკვირი, საქართველოში ხომ სექსზე კითხვა უფრო პოპულარულია ვიდრე თავად სექსი :) და მაინც თითოეული ჩვენგანი სწორედ იმ თემებზე ვწერთ, რაც საზოგადოებისათის არის სასურველი, ჩვენი მიზანიც ხომ ჩვენი გვერდის პოპულარობის გაზრდაა.

0
49
6-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0