საზოგადოება საყოველთაო ამნისტია 2012, 20 ნოემბერი, 16:06
არგუმენტი "ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინმეს ჩაუმტვრევენ თუ არა ფანჯრებს, იმასთან შედარებით, რომ საბყრობილეები დაცარიელდება" ცოტა უაზროდ მეჩვენება. მეორე და სრულიად ლოგიკური კითხვა რაც მებადება არის ის თუ სად მიყავთ ამდენი დაუსაქმებელი პატიმარი. ამ ადამიანებმა ვინც დღეს სასჯელს იხდის რაღაცის გამო გადადგეს ეს ნაბიჯი, იქნებოდა ეს უმუშევრობა თუ შიმშილი (მე არ ვსაუბრობ მკვლელობასა და მსგავს დანაშაულებებზე) და როცა შენ ციხიდან უშვებ მათ რაღაც საფუძველი ხომ უნდა გქონდეს რომ იგივე დანაშაულისაგან თავის არიდება შეგეძლოს? ჩემთვის როგორც მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი უსაფრთხოება, ჩემი სიმშვიდე და შენ როგორც სახელმწიფოს მმართველი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ვალდებული ხარ პირველ რიგში ეს გაითალისწინო და დაფიქრებით გადადგა ნაბიჯი, იქნება ეს საყოველთაო ამნისტია თუ სკვერებში პალმების დარგვა. 193 1-ს მოსწონს
|