საზოგადოება 14 წლის მოზარდის 54 ზომა ფეხები 2012, 10 ნოემბერი, 17:15
14 წლის კარლს ფეხები ლეიკემიის მკურნალობის კურსის შემდეგ გაეზარდა. ის 8 წლის იყო, როდესაც ექიმმა ბავშვის მშობლებს ამ საშინელი დაავადების შესახებ ამცნო. ქიმიოთერაპიის შემდეგ, პაციენტმა ექიმის რჩევით სტეროიდების მიღება დაიწყო. ეს წამლები მოზარდს დაკარგული ძალების აღდგენაში უნდა დახმარებოდა. ექიმები მშობლებს აფრთხილებდნენ, რომ სტეროიდების უკუეფექტი შესაძლოა კიდურების განუვითარებლობა ყოფილიყო, თუმცა კარლის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. 807 6-ს მოსწონს
|