x
image
bellatrix
თქვენი მასალა გასაჩივრებულია !!
imageსაიტზე, რომელიც ამდენ ადამიანს გვაერთიანებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გასაჩივრების საკითხია. მესმის, რომ თუ მე ვდებ ისეთ მასალას რომელიც არ არის სასურველი იხილოს 18 წლამდე ასაკის მომხმარებელმა, შენ როგორც "საზოგადოების ინტერესების ხმალამოღებულმა დამცველმა" ეს მასალა გამისაჩივრო, მაგრამ მე თუ რომელიმე ასო მაქვს შეცდომით დაწერილი სტატიაში, სადღაც მძიმე მაკლია ან კითხვის ნიშანი და ამ მასალას მისაჩივრებ, ვის ინტერესებს იცავ ძალიან საინტერესოა. იმით, რომ ჩემ მიერ გამოქვეყნებული მასალა დაიბლოკება, შენ რამე მოგემატება? ამ სტატიის დაწერა გუშინდელმა დღემ გადამაწყვეტინა.

imageჯერ იყო და აღნიშნული სტატია დამხვდა გასაჩივრებული, მიზეზით რომ სათაურში მქონდა შეცდომა, ალბათ იმ უგვზო უკვლოდ "განათლებულ" ადამიანს გამორჩა ერთი გარემოება, რომ სწორი ანეგდოტია და არა ანედოტი, საჩივარი დაკმაყოფილდა და მასალა გამოქვეყნდა.

imageგუშინ საღამოს პირველი ვიყავი, ვინც აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნა და მასალის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 15 წუთში კვლავ გასაჩივრებული დამხვდა. მიზეზად ისევ შეცდომა სათაურში იყო მითითებული. აქ უკვე რაღაცის არასწორად გაგებაზე ეჭვიც არ მქონია, ვიღაცამ ვინც აღნიშნული სტატია ნახა, გამისაჩივრა მასალა, სტატია დაიბლოკა და თავად გამოაქვეყნა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც დამეთანხმებით, საკმაოდ აქტუალური და საინტერესოა მომხმარებლებისათვის.

imageსაჩივარი ისევ დაკმაყოფილდა და მასალა ისევ გამოქვეყნდა, მაგრამ წინა შემთხვევისაგან განსხვავებით მასალის საჩივრის ავტორს მომხმარებლის უფლება სამმაგი ოდენობით შეეზღუდა, რაც 504 საათს ანუ სამ კვირას მოიცავს.




კი ძალიან კარგია, იქნებ ყველა მეორემ ვისაც ხელი მიუწვდება ჩემ სტატიებზე აღარ გამისაჩივროს მასალები, მაგრამ იქნებ სხვა მექანიზმი იქნას შემოღებული? სანამ ადმინისტრაცია ჩემს გასაჩივრებას განიხილავს მე მეზღუდება როგორც მომხმარებლის უფლება ასევე შესაძლებლობა გავუზიარო მეგობრებსა თუ მკითხველებს ჩემს მიერ გამოქვეყნებული, იმ დროისათვის აქტუალური მასალა.

4
25
4-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
25
  
2012, 11 ნოემბერი, 15:49
ერთ მომხმარებელზე მქონდა ეჭვი :) და მგონი მართლდება ჩემი ეჭვი :) ამ საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ არც ერთი მასალა არ გამოუქვეყნებია :)))
2012, 7 ნოემბერი, 11:40
სწორად აღნიშნე ახლა თუ გადაავლებ თვალს დღევანდელ მასალებ უმრავესობა ბაჩო ახალიას ეხება
გავიგეთ კაცო რა უბედურებაა ამდენი.
დაგბლოკა და თავად დაწრრა,ხოდა კაის დაწერს ახლა 3 კვირიანით
2012, 7 ნოემბერი, 11:20
ყოჩარ ეგრე უნდა ყველას მეც სულელურად მბლოკავენ ხოლმე რას მერჩიან ვერ ვხვდები
2012, 7 ნოემბერი, 11:07
კაია გაიჩალიჩა:D
72 საათით დამბლოკეს სურათის დადების გამო ))) წერილსაც კი ვერ ვწერდი 72 საათის განმავლობაში )
0 1 4