საზოგადოება პრეზიდენტის სასახლე ჩაბნელდა 2012, 6 ნოემბერი, 23:46 პრეზიდენტის სასახლე ჩაბნელებულია. პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადებით, ადმინისტრაცია ხარჯების შემცირების გამო იძულებულია გამორთოს გარე განათება, რომელიც ქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა. როგორც მოგეხსენებათ პრეზიდენტის რეზიდენციაზე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 50 მილიონი ლარი გამოიყოფოდა, საიდანაც დაახლოებით 800 000 ელექტროენერგიის გადასახადზე იხარჯებოდა. ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის რეზიდენციის დაფინანსება 10 მილიონ ლარამდე შემცირდა. 87 1-ს მოსწონს
|