ნოდარ მელაძე, საქართველოში კარგად ცნობილი ჟურნალისტია, ავად თუ კარგად მას ბევრი ადამიანი ახსენებს და ის იმედის ჟურნალისტი იყო დიდი ხნის განმავლობაში. მან რამდენიმე დღის წინ, თავის ფეისბუქის გვერდში განცხადება გაავრცელა, რომლითაც მან მადლობა გადაუხადა მაყურებელთა იმ ჯგუფს ვინც იმედის 9 სეზონის განმავლობაში ერთგულად უყურებდა მის გადაცემებს, ხოლო ნოდარ მელაძე 2012 წლის 26 ოქტომბერს რუსულ ტელეკომპანია "Дождь"-ის ეთერში გამოჩნდა. პირდაპირი ჩართვით თბილისიდან, ნოდარ მელაძემ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის იმ ვერსიაზე ისაუბრა, რომელიც დაღუპული პრემიერ-მინისტრის ძმამ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააჟღერა.