არჩევნების დღეს საოცარი სიმშვიდით გვიყვებოდა ზღაპრებს მშობლიური პარტიის გამარჯვებაზე. ვაკეთებ დასკვნას-ვინ არის თუ არა საუცხოო მსახიობი? მთელი თვე გავიდა არჩევნებიდან და ვერაფრით დავივიწყე. ვცადე ამომეძებნა მისი ბიოგრაფია და რაც ვნახე, იმანაც ბევრი კითხვები გამიჩინა.
დაიბადა 1981 წლის 28 თებერვალს ქუთაისში.
სკოლის მიღწევებზე ვერაფერი ვიპოვე, სამაგიეროდ, 18 წლის დიახ, სწორედ 18-ის 1999 წელს მუშაობას იწყებს საკონსტიტუციო სასამართლოში თავჯდომარის თანაშემწედ. მე ვერ ვხვდები ჩემო ძვირფასო მკითხველო და იქნებ თქვენ ამიხსნათ ახალი სკოლადამთავრებული ბავშვი როგორ "ქაჩავს" ამდენს? მერე იწყება "სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა" გული მიწუხს თსუ - ს მოწვეულ ლექტორთა სიაშიც რომ ვხედავ. აფსუს, ჩემო საყვარელო, ძვირფასო ლექტორებო, რამდენი ამნაირისთვის მოგაკლეს საათები და ლუკმა-პური?! სილამაზით რომ გამოირჩეოდეს, კიდევ რაღაცას ვიფიქრებდი, მაგრამ ეჭვი უკან ვაგდე. იქნებ რომელიმემ მითხრათ, და ამიხსნათ: ვინ არის ჩიორა თაქთაქიშვილი?
მაგარ მიმართვას წავაწყდი :)
https://www.youtube.com/watch?v=K4gK1RdmFps&list=PL3TcPGbUVkqSVKYugob4s6C7CCd5bxD44&index=1