საზოგადოება ევა ლონგორიამ ტატუ ქმარს გაატანა(+ფოტოგალერეა) 2012, 26 ოქტომბერი, 1:01 თავის დროზე მსახიობმა სხეულზე სამი ტატუ გაიკეთა, რომელიც ქმარს მიუძღვნა. შვიდწლიანი ქორწინება დასრულდა ტონი პარკერის მუდმივი ღალატის გამო. ევამ გადაწყვიტა სხეულიდან გაექრო ყველაფერი, რაც ქმარს აგონებდა. ტატუს მოსაცილებელი პროცედურები ევამ წლის დასაწყისში დაიწყო და ახლა დაამთავრა. ერთი ტატუ კისერზე ჰქონდა, მეორე ზურგზე, ხოლო მესამე ინტიმურ ადგილზე. ახლა მხოლოდ სიწითლეებია დარჩენილი და ისიც მალე მოშორდება. 175 8-ს მოსწონს
|