x
image
Yoona
Mediator image
იცით, რატომ ვამბობთ „ალოს“, როდესაც ვპასუხობთ ტელეფონის ზარს?
როდესაც ვიღებთ ტელეფონს, პირველი სიტყვა, რომელსაც ვამბობთ, ჩვეულებრივ არის „ალო“. ეს ხდება ავტომატურად და იშვიათად ვუფიქრდებით, რატომ ვიყენებთ ამ კონკრეტულ სიტყვას. ის თითქმის მთელ მსოფლიოში გასაგებია, თუმცა გამოთქმა შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, ინგლისურენოვან ქვეყნებში ამბობენ „Hello“, იაპონიაში „Harro“, გერმანიასა და დანიაში - „Hallo“, საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში - „Alo“, ესპანეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში „Hola“. მაგრამ რატომ გახდა ეს სიტყვა უნივერსალური?



image



სიტყვა „ალო“ ტელეფონის გამოგონებისთანავე გამოჩნდა. ალექსანდრე ბელმა, კომუნიკაციის ახალი ფორმის შემქმნელმა, შემოგვთავაზა მისასალმებლად სიტყვა „Ahoy“-ს გამოყენება, რაც ითარგმნება, როგორც „ეი“. სწორედ ეს შეძახილი ჰქონდათ ბრიტანული ფლოტის მეზღვაურებს, როცა გემები ერთმანეთს ხვდებოდა. მაგრამ ეს ვარიანტი არ დამკვიდრდა.



imageალექსანდრე ბელი



სხვა ფიზიკოსმა და გამომგონებელმა თომას ედისონმა პასუხის კიდევ ერთი ვარიანტი შემოგვთავაზა. მან 1877 წლის 15 აგვისტოს პიტსბურგის ტელეგრაფის კომპანიის პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში გამოხატა რწმენა, რომ სატელეფონო კომუნიკაციისთვის სიტყვა „Hello“ საუკეთესოა. მალე ამ მისალმების გამოყენება სატელეფონო საუბრებში დაიწყეს.




დიახ, სიტყვა „Hello“, რომელიც დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, ასევე გაჩნდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. იგი თომას ედისონმა გამოიგონა. მეცნიერმა საფუძვლად აიღო შეძახილი „Hullo“, რომელიც ინგლისურ ენაში გამოიყენებოდა გაკვირვების გამოსახატად ან ყურადღების მისაპყრობად.



image



არსებობს კიდევ ერთი თეორია: სიტყვა „ალო“ მომდინარეობს ფრანგული ენიდან, სადაც „Allô“ ნიშნავს „გამარჯობას“. საინტერესოა, რომ დღეს ბევრი ადამიანი ცვლის „ალოს“ ჩვეულებრივი „გისმენთ“ და „დიახ“ სიტყვებით.



მსოფლიოში არის ქვეყნები, სადაც „ალოს“ ან „Hello“-ს გამოყენება მიღებული არ არის. მაგალითად, თუ იტალიელს დაურეკავთ, დიდი ალბათობით, გაიგონებთ „Pronto“. ეს ნიშნავს, რომ აბონენტი გისმენთ და მზად არის სასაუბროდ. გერმანიაში „Hallo“ გამოიყენება არაფორმალურ ზარებზე საპასუხოდ. თუ ზარი სამსახურს უკავშირდება, გერმანელები ხშირად პასუხობენ „Ја“ (დიახ) და შემდეგ გვარს ასახელებენ.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ გვეძინება წვიმის დროს?

იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე?

იცით, რატომ აშენებენ ჰონგ–კონგში „ხვრელიან“ ცათამბჯენებს?

ენას კბილი დააჭირე ან რკინის ნიღაბი ჭორიკანების დასასჯელად შუა საუკუნეებში

იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია


0
741
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
741