x
image
Yoona
Mediator image
ენას კბილი დააჭირე ან რკინის ნიღაბი ჭორიკანების დასასჯელად შუა საუკუნეებში
შუა საუკუნეები არის პერიოდი, რომელიც ცნობილია ფიზიკური დასჯის მრავალფეროვნებით. ფიზიკური დასჯის იდეა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქრისტიანული რელიგიის გაგებასთან. მცირე დარღვევაც სასტიკ ანგარიშსწორებას იწვევდა. მაგალითად, ქალებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ენაზე კბილის დაჭერას, გამოიგონეს და შექმნეს სპეციალური რკინის ნიღაბი.



image



ნიღაბი, რომელსაც „მატყუარას ლაგამს“ უწოდებდნენ, წარმოადგენდა საპირეს რკინის ჩარჩოთი, რომელიც თავზე იცმებოდა. ნიღბის მთავარი ფუნქცია იყო ქალისთვის ლაპარაკში ხელის შეშლა, ამიტომ ნიღაბს ჰქონდა სპეციალური ლაგამი, რომელიც ქალის პირში ხვდებოდა და ენას აწვებოდა. ზოგ შემთხვევაში, ლაგამს ჰქონდა ეკლებიც, რის გამოც ენის ნებისმიერ მოძრაობას ჭრილობის გამოწვევა შეეძლო.



image




ასეთი ნიღაბი ქალს არა მხოლოდ სჯიდა, არამედ საჯაროდ არცხვენდა. ქმარი ქუჩებში ატარებდა ქალს „მატყუარას ლაგამში“, ხოლო გამვლელები მას აფურთხებდნენ.



image



ითვლებოდა, რომ მხოლოდ ტკივილით და ტანჯვით შეუძლია ადამიანს ცოდვის გამოსყიდვა. ლაგამი სარკისებური დასჯის ფორმა იყო, ანუ დამნაშავე იღებდა ზუსტად იმ ზიანს, რაც თავად მიაყენა. ვინაიდან დანაშაული ზედმეტ ლაპარაკთან იყო დაკავშირებული, სასჯელს ენა იღებდა.



image


ამრიგად, ლითონის ჩარჩო განკუთვნილი იყო ქალებისთვის, რომლებსაც ადანაშაულებდნენ ჭორაობასა და ცილისწამებაში. პრობლემა ის იყო, რომ თავად ეს ცნებები ბუნდოვანი იყო იმ ეპოქაში, როდესაც ქალს გაუგებრობის გამო კოცონზე წვავდნენ. ხშირად სჯიდნენ ქალებს, რომლებიც ქმრების ავტორიტეტს ლახავდნენ. თუ ქმარი ცუდად ექცეოდა ცოლს, ხოლო ის ამაზე ლაპარაკს გაბედავდა, ლაგამს უკეთებდნენ.



სასჯელის „მატყუარას ლაგამი“ პირველის ხსენება 1567 წლით თარიღდება. ეს მოხდა შოტლანდიაში. ბესი ტალიფერი დასაჯეს ბეილი ჰანტერის ცილისწამების გამო მიწის დავაში, არასწორად აზომვაში დაადანაშაულეს.



image

ბრიტანეთის კუნძულების გარდა ლაგამი გერმანიაშიც პოპულარული იყო. იქ კონსტრუქციას დამატებული ჰქონდა ზარი, რომ „სირცხვილის გასეირნებისას“ ხალხის ყურადღება მიექცია.



საინტერესოა, რომ სასჯელი გამოიყენებოდა მხოლოდ ქალებზე, თან დაბალი კლასის ქალებზე. არისტოკრატიის წარმომადგენლებს შეეძლოთ ჭორაობა მკაცრი სასჯელის შიშის გარეშე.



ასევე დაგაინტერესებთ:

7 უჩვეულო მეთოდი, რომელთა დახმარებითაც ჩვენი წინაპრები ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებდნენ

დროის ლედის ისტორია ან როგორ ვაჭრობდა ბრიტანელი ოჯახი დროით თითქმის 100 წლის განმავლობაში

20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს - ნაწილი მეორე


0
229
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
229