საზოგადოება 20 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ნაცისტური გერმანიის შესახებ, რომელიც შერეულ გრძნობებს იწვევს - ნაწილი მეორე 2022, 1 სექტემბერი, 15:35 ჰიტლერის 12 წლიანმა დიქტატურამ მთელი ხალხის მომავალი შეცვალა. ნაკლებად ცნობილი ფაქტები ნაცისტური გერმანიის შესახებ.
პირველი ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ აქ. 1. ნაცისტებმა ცხოველების უფლებების დასაცავად კანონები შემოიღეს. როცა ნაცისტური პარტია ძალაუფლებაში 1933 წლის იანვარში მოვიდა, ცხოველების უფლებების დასაცავად რიგი კანონები შემოიღო. ჰიტლერმა განაცხადა, რომ ახალ რაიხში ცხოველების მიმართ სისასტიკის ადგილი არ იქნებოდა. 2. კომპანიების Adidas–ისა და Puma–ს დამფუძნებლები ნაცისტები იყვნენ. ადოლფ და რუდოლფ დასლერები ძმები იყვნენ. მათ სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის წარმოებისთვის საერთო ფირმა დაარსეს. ორივე ნაცისტურ პარტიას 1930-იან წლებში მათი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეუერთდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძმებს შორის უთანხმოება მოხდა, რუდოლფ დასლერი კომპანიიდან წავიდა, საკუთარი კომპანია შექმნა და Puma უწოდა მისმა ძმამ კომპანიას სახელი გადაარქვა Adidas უწოდა, რაც მისი შეკვეცილი მეტსახელია – ადი დასლერი (Adi Dassler).3. ნაცისტებმა შექმნეს ნარკოტიკული კოქტეილი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, რომ 88, 5 კმ შესვენების გარეშე გაევლო. 1944 წელს ნაცისტებმა შექმნეს განსაკუთრებული აბი, რომლის მიღებით ადამიანს 90 კმ–ს შეუსვენებლად გავლა შეეძლო. თითოეულ აბში ოქსიკოდონი, კოკაინი და მეტამფეტამინი შედიოდა. აბების გამოგონებიდან მალევე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ასე რომ წამალი მასობრივ წარმოებაში ვერ მოხვდა.4. ნაცისტები აბორიგენ ამერიკელებს არიული რასის ნაწილად მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ, ჰიტლერს არ სურდა შტატების ტერიტორიაზე შესვლა, სანამ ევროპას არ დაიპყრობდა. ამის შემდეგ ამერიკაში აბორიგენი მოსახლეობის დაბრუნებას აპირებდა.5. ნაცისტურ გერმანიაში სუპერიარაღი იქმნებოდა. ნაცისტურ გერმანიაში დაინერგა კვლევითი პროგრამა, რომლის ფარგლებში სუპერიარაღი იქმნებოდა: უჩინარი ბომბდამშენი, ღამის ხედვა, 1 500 ტონიანი სუპერტანკი, წყალქვეშა ავიამზიდი, ლაზერული იარაღი და თანამგზავრი, რომელსაც ოკეანეში წყლის ადუღება ან მთელი ქალაქის დაწვა შეეძლო. სუპერიარაღების უმეტესობა პროტოტიპებად დარჩა ან ძალიან გვიან გამოიგონეს.6. ნაცისტებმა გაანადგურეს გერმანიის უდიდესი ინსტიტუტი, რომელიც სწავლობდა ადამიანის სექსუალობას, დაწვეს ადგილობრივი ბიბლიოთეკა და ყველა კვლევა, რადგან ეს ინფორმაცია ითვლებოდა "ანტიგერმანულად". ეს ინსტიტუტი სწავლობდა გეების და ტრანსსექსუალების პრობლემებს, ასევე მოსახლეობის ამ სეგმენტის უფლებებს იცავდა.7. ნაცისტურ გერმანიაში იყო განსაკუთრებული პროპაგანდის მიზნით შექმნილი სამაგიდო თამაშები. არსებობს ისეთი თამაშები, როგორიცაა Juden Raus! (ებრაელების მოშორება!), Bomber uber England (ინგლისის დაბომბვა) და Jagd auf Kohlenklau (ქვანახშირის ქურდზე ნადირობა).8. Hugo Boss–მა ნაცისტური პარტიის წევრებისთვის ტანსაცმლის ხაზი შექმნა. 9. მეორე მსოფლიო ომის დროს ფრედერიკ მაიერმა, გერმანელმა ებრაელმა და ამერიკელმა ჯაშუშმა, მტრის რიგებში შეაღწია და ჰიტლერის ბუნკერის შესახებ ინფორმაცია გადასცა. ოპერაციის Greenup დროს დაიჭირეს და აწამეს. მან გერმანიის ჯარს ინსბრუკში ჩაბარება დაარწმუნა. ამით ათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა. მოგვიანებით ამ ოპერაციის მოვლენებზე დაყრდნობით გადაიღეს ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“.10. პირველი პროგრამირებული კომპიუტერი ნაცისტურ გერმანიაში შექმნეს. იგი ფრთების რხევის სტატისტიკური ანალიზის შესასრულებლად შეიქმნა. 1943 წელს კომპიუტერი გაანადგურეს და შეცვალეს ასლით, რომელიც ახლა მიუნხენის გერმანულ მუზეუმში გამოფენილია.ასევე დაგაინტერესებთ: 1. საგრაფო დევონშირი - ყველაზე ზღაპრული, მაგრამ რეალური ადგილი დედამიწაზე 2. ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა 3. 17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია 4. როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება 5. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ 6. ამ შესანიშნავ იტალიურ ქალაქში მხოლოდ 12 ადამიანი ცხოვრობს...უბრალოდ მშვენიერია, 451 შეფასება არ არის |