x
image
bellatrix
ცნობილი ადამიანების პირადობის ფოტოები
imageზოგადად პირადობის ფოტოს გამოჩენას ყველა ერიდება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა) რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ზოგადად მეც ვთვლი, რომ ბევრად უფრო ცუდად გამოვიყურები პირადობის ფოტოში, ვიდრე რეალურად ცხოვრებასა თუ სხვა სურათებში, მაგრამ არსებითი განსხვავება, რადიკალური რომ ვერ მიცნოთ რა თქმა უნდა სახეზე არ გვაქვს. ძალიან საინტერესოა იმ დღეისათვის საქართველოში ცნობილი ადამიანების პირადობის ფოტოს ნახვა, რომელთა სურათებსაც პროფესიონალი ფოტოგრაფების გადაღებულ დამუშავებული სახით ვიღებთ და ტელეკამერების წინ კი მარტივად რომ ვთქვათ "შპაკლით" სხედან. პირადად მე რამდენიმე მათგანმა რეალურად გამაოცა და პირი დამრჩა ღია. გიზიარებთ ფოტოებს და შეაფასეთ თქვენ :)

imageimageდიახ აღნიშნულ ფოტოებზე ნინა წკრიალაშვილია გამოსახული. პირადად მე მარჯვენა ფოტოზე ვერ ვიცანი რადგან სრულიად განსხვავებულია იმ ნინა წკრიალაშვილისაგან, რომელსაც დღეს ვხედავთ. მარცხენა ფოტო ასე თუ ისე ნაცნობი იყო, რადგან ნინა წკრიალაშვილი ამ სახით მოევლინა საზოგადოებას. დღეისათვის კი ის ასე გამოიყურება :

imageპირადად მე მთელი გულით ვუსურვებდი ნინას არ გაეზიარებინა მაიკლ ჯექსონის. როგორც ფოტოებიდან ჩანს მას მრავალი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული. თვალის ჭრილი, ცხვირი და ტუჩები კი ყველაზე თვალში საცემია. ნინა წკრიალაშვილი დღეის მდგომარეობით იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში როგორც შოუ ბიზნესის წარმომადგენელი და უკანასკნელ პერიოდში მან საზოგადოებას თავი იმ განცხადებით დაამახსოვრა სადაც თავის მოკვლას გეგმავდა თუ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ გაიმარჯვებდა.

imageამ ფოტოში კი, როგორც ალბათ თავად მიხვდით რუსკა მაყაშვილია. რუსკა რუსთაველის თეატრის მსახიობი და მრავალი ტელეგადაცემის გმირია. მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი სერიალ "გოგონა გარეუბნიდან"-ში ანჩო იყო. რუსკა წინა სეზონის ცეკვავენ ვარსკვლავების წამყვანი და ახლანდელი სეზონის მონაწილეა. პირადად მე მისი პირველი ტელე როლი სერიალ შუა ქალაქიდან მახსოვს სადაც ის ირაკლი ჩხეიძის პრაქტიკანტ სტუდენტს თამაშობდა.


imageimage


ეს კი ბევრისათვის საყვარელი და ბევრისათვის გამაღიზიანებელი მომღერალი სოფო ნიჟარაძეა. როგორც ხედავთ პირველ ფოტოშიც იგივეა რაც მეორეში და იგივე რასაც დღეს ვხედავთ. თუმცა ეს ჩემი შეფასებაა და შესაძლოა თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ.


imageშემდეგი როგორც თავად მიხვდებოდით დღეისათვის ყველასათვის უკვე კარგად ცნობილი, თბილისის მოდის შემფასებელი და კრიტიკოსი თიკო სადუნიშვილია, თუმცა ვთვლი, რომ მას ამ სტატუსის ტარების უფლება არც ერთ შემთხვევაში არ აქვს, მისი გემოვნების გამოსწორებამდელი ვიდეო შეგიძლიათ იუთუბზე იხილოთ, ლექსენთან ერთად :)))




imageშემდეგი მის საქართველო (თუ სწორად მახსოვს 2003) ირინა ონაშვილია. ზედმეტი კომენტარების გარეშე თავადაც ხედავთ, რომ ირინა ონაშვილი პირადობის ფოტოებშიც ისეთივეა როგორც რეალურ ცხოვრებასა თუ ფოტოებში. პირადად მე ვთვლი, რომ ირინა ონაშვილი ერთადერთი ლამაზი მის საქართველო იყო და ეს მის მსოფლიოზე მისმა წარმატებამაც დაადასტურა. დანარჩენი მის საქართველოების სახელებიც არ ვიცი და არც ამას მივიჩნებ დიდ დანაკლისად.


imageimageეს კი ქეთა თოფურიაა. ქეთა პირადად მე საქართველოში ყოფნის დროსაც ძალიან მომწონდა ფიზიკურად. ქეთამ თავად აღიარა ის ფაქტი, რომ ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა და ამის დამალვა და ვიღაცისათვის თვალში ნაცრის შეყრა არ უცდია. ორივე შემთხვევაში პირადად მე

ძალიან მომწონს.


imageეს კი სალომე ღვინიაშვილია. ის დღეს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ მოდელად ითვლება, მისი მეუღლე კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილია. როგორც თავად ხედავთ სალომეს ყველა სახის ნაკვთი ზუსტად ისეთი აქვს როგორც ახლა. უბრალოდ საკუთარი თავის მოვლა და ზედმეტი პრობლემების გარეშე ცხოვრება ნებისმიერ ჩვენგანს უფრო მეტად ალამაზებს და ლაღს ხდის.



imageსულ ბოლოს კი ნანკა კალატოზიშვილი. ნანკა კალატოზიშვილი ჩემთვის დღესდღეისობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, შემდგარი და ნიჭიერი ადამიანია. ვიზუალური მონაცემების შეფასებისას მე ვარ სუბიექტური და საკუთარ აზრს გადმოგცემთ, მაგრამ თუ მისი ნიჭის ნახვა რეალურად გსურთ მისი სპექტაკლები უნდა ნახოთ, საიდანაც ყველაზე მეტად სალომეა-ს გამოვარჩევდი.




დღეისათვის სულ ეს იყო. ვეცდები სხვა დროსაც მოვახერხო სხვადასხვა ადამიანების ექსკლუზიური ფოტოების მოპოვება და თქვენთვის შემოთავაზება. ისე საინტერესოა, რომელი ადამიანის პირადობის ფოტოს ნახვას ისურვებდით?





0
708
4-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0