საზოგადოება იცით თუ არა რომ... 2012, 23 ოქტომბერი, 21:51 ყველაზე მაღალი იროკეზი აქვს იაპონელ კაცუჰირო ვატანაბეს. მისი ვარცხნილობის სიგრძეა 113.5 სმ. 2012 წელს იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა ამ ვარცხნილობის გამო. ტომ ჰენქსი ერთადერთი მსახიობია, რომელმაც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი ზედიზედ ორჯერ მოიგო 1994–95 წ.წ. სიტყვა პედაგოგიკა ბერძნული წარმოშობისაა და "ბავშვების აღზრდას" ნიშნავს. ძვ საბერძნეთში პედაგოგები იყვნენ მონები, რომლებსაც ევალებოდათ ბავშვის საგანმანათლებლო სკოლამდე მიყვანა და შემდეგ უკან წამოყვანა. დომინო საფრანგეთში მოიგონეს და თავდაპირველად ის მხოლოდ გონებაშეზღუდული ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.ბამბუკის ხე შესაძლებელია გაიზარდოს 1 მეტრით 24 საათში. 1901 წელს ვილჰელმ რენტგენმა მიიღო პირველი ნობელის პრემია ფიზიკაში. მან 1895 წელს მიაკვლია მოკლეტალღოვან ელექტრო-მაგნიტურ გამოსხივებას.American Airlines-მა ნახა მოგება $40, 000-ს ოდენობით, მას შემდეგ რაც 1987 წელს პირველი კლასის ფრენის დროს მირთმეული თითო სალათიდან ამოიღო 1 ცალი ზეთის ხილი. ბუ ერთადერთი ფრინველია, რომელიც ლურჯ ფერს აღიქვამს. ყოველ წუთს მსოფლიოში სვამენ 27529124 ლიტრ ლუდს. დღეისათვის სულ ეს იყო. პერიოდულად მსგავსი შინაარსის სტატიებს შემოგთავაზებთ :) 53 2-ს მოსწონს
|