x
image
t.x.
ევროპის უკანასკნელი უცოლო პრინცი ქორწინდება(+ფოტოები)
imageევროპის უკანასკნელი უცოლო პრინცი, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი გიიომი დასაქორწინებლად ემზადება. მისი რჩეული ბელგიის გრაფინია სტეფანია დე ლანუაა.

ამ ამბავთან დაკავშირებული ორკვირიანი ღონისძიება დაიწყება დღეს, 19 ოქტომბერს.

გიიომი და სტეფანია უკვე სამი წელი ერთად არიან. მათი ნიშნობა იყო 2012 წლის 26 აპრილს, ქორწილი გაიმართება შაბათს, 20 ოქტომბერს. ჯვრისწერა ჩატარდება ლუქსემბურგში, ნორტ-დამის ტაძარში.

19 ოქტომბერს ჩატარდება სამოქალაქო ქორწინება, რომელიც პირველად შედგება ქალაქის რატუშაში და არა ჰერცოგის სასახლეში, როგორც აქამდე ხდებოდა.


ქორწილთან დაკავშირებული ხარჯების დიდ ნაწილს გადაიხდის ჰერცოგის ოჯახი. სახელმწიფო შეიტანს მხოლოდ 350 ათას ევროს, რომელიც განკუთვნილი იქნება სახალხო დღესასწაულებისთვის და უსაფრთხოების დაცვისათვის.

ამის გარდა, ცნობილი გახდა მზარეულს გვარი, რომელიც მოამზადებს საკვირაო ვახშამს 800 პერსონაზე. ეს 57 წლის ლეა ლენსტერია. მან გაამხილა საიდუმლო, რომ მთავარი ბლუდა იქნება-"პაშტეტი რისლინგი"- ცომში გამომცხვარი ღორის და ძროხის ხორცი ყურძნის ჟელეთი. დესერტი კი ტრადიციული ნამცხვარი "მადლენი". image
გიიომი ტახტის მემკვიდრე გახდა მას შემდეგ, რაც მისმა მამამ ანრიმ დაიკავა ტახტი 2000 წელს. ლუქსემბურგის ჰერცოგი მეშვიდე მმართველია ნასო-ვეიბურგის დინასტიისა. გიიომს განათლება მიღებული აქვს შვეიცარიაში. ახალგაზრდა მემკვიდრემ ჩააბარა სამხედრო აკადემიაში სადაც შეისწავლა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ხელოვნება. imageimage

image

აქამდე ჯერ კიდევ უცოლო, ევროპელი საოცნებო პრინცი, ახლა უკვე ცოლიანია და ქალებს იმედები ალბათ წყალში ჩაეყარათ. ისღა დაგვრჩენია ბედნიერება ვუსურვოთ ამ უდავოდ მომხიბლავ წყვილს.

2
121
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
121
  
2012, 20 ოქტომბერი, 23:18
++++++++++
2012, 20 ოქტომბერი, 23:18
ბიჭი ჯობია:P:P:D:D:D
0 1 2