საზოგადოება ევროპის უკანასკნელი უცოლო პრინცი ქორწინდება(+ფოტოები) 2012, 19 ოქტომბერი, 23:17 ![]() ქორწილთან დაკავშირებული ხარჯების დიდ ნაწილს გადაიხდის ჰერცოგის ოჯახი. სახელმწიფო შეიტანს მხოლოდ 350 ათას ევროს, რომელიც განკუთვნილი იქნება სახალხო დღესასწაულებისთვის და უსაფრთხოების დაცვისათვის. ამის გარდა, ცნობილი გახდა მზარეულს გვარი, რომელიც მოამზადებს საკვირაო ვახშამს 800 პერსონაზე. ეს 57 წლის ლეა ლენსტერია. მან გაამხილა საიდუმლო, რომ მთავარი ბლუდა იქნება-"პაშტეტი რისლინგი"- ცომში გამომცხვარი ღორის და ძროხის ხორცი ყურძნის ჟელეთი. დესერტი კი ტრადიციული ნამცხვარი "მადლენი". ![]() გიიომი ტახტის მემკვიდრე გახდა მას შემდეგ, რაც მისმა მამამ ანრიმ დაიკავა ტახტი 2000 წელს. ლუქსემბურგის ჰერცოგი მეშვიდე მმართველია ნასო-ვეიბურგის დინასტიისა. გიიომს განათლება მიღებული აქვს შვეიცარიაში. ახალგაზრდა მემკვიდრემ ჩააბარა სამხედრო აკადემიაში სადაც შეისწავლა საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ხელოვნება. ![]() ![]() ![]() 121 3-ს მოსწონს
|