რელიგია რა ემართება ადამიანის სულს, ცნობიერებას ან ხსოვნას ფიზიკური სიკვდილის შემდეგ? 8 აგვისტო, 9:07 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც კაცობრიობას დიდი ხანია აწუხებს და ჯერჯერობით არ არის გარკვეულად და საბოლოოდ პასუხგაცემული, არის ის თუ რა ემართება ადამიანის სულს, ცნობიერებას თუ ხსოვნას ფიზიკური სიკვდილის შემდეგ? ათეისტური ან სრულად მატერიალისტური ხედვაამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა დავიწყოთ ყველაზე დეპრესიული ვერსიით: პირველი ვარიანტი არის ის, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი უბრალოდ ქრება. ყველაფერი სრულდება ფიზიკური სიკვდილით და არანაირი მეტაფიზიკური ან სხვა სახის არსებობა აღარ გრძელდება. არანაირი სული თუ ცნობიერება აღარ აგრძელებს არსებობას. ამ შემთხვევაში ადამიანების პოპულაცია წარმოგვიდგება როგორც ბაქტერიების პოპულაცია: გაჩნდა, იცხოვრა, გამოიკვება, გამრავლდა და მოკვდა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს არ არის ისეთი რამ, რაზეც ნერვიულობა ღირს, ეს არაა ტანჯვა ან სიამოვნება - ეს არის ნეიტრალური რამ - არარსებობაში გადასვლა - დაბრუნება იმავე მდგომარეობაში, რაშიც ყველა უკვე ვიმყოფებოდით მანამ, სანამ გავჩნდებოდით (სანამ შემოვიდოდით ფიზიკურ არსებობაში როგორც ზიგოტა). ამ ვერსიაში არის რამდენიმე ქვევარიანტი: 1. უფრო დეპრესიული ვერსია არის ის, რომ თუ დრო კვანტური ფიზიკით გამოწვეული ილუაზიაა, მაშინ ის არაა გადაჯაჭვული სივრცესთან და წარსული არ შეინახება სამყაროში. ამ შემთხვევაში, თითოეული ადამიანის არა მხოლოდ სიცოცხლე მთავრდება მისი სიკვდილით, არამედ დრო-სივრცეშიც არ ინახება მისი არსებობა, ვინაიდან ასეთ სამყაროში წარსული გადის და აღარ არსებობს (არცერთი პრაქტიკული თუ თეორიული დამკვირვებლისთვის). 2. ხოლო ნაკლებად დეპრესიული ვერსია არის ის, რომ თუ აინშტაინი მართალი იყო და მართებულია მისი ალბათობის თეორიები, კერძოდ ალბათობის სპეციალური თეორია (რომელიც ხსნის სივრცის, დროის, მასისა და ენერგიის ერთმანეთთან ურთიერთობას) და ზოგადი ფარდობითობის თეორია (რომელიც აღწერს თუ როგორ ჯდება გრავიტაცია ამ ნარევში), მაშინ ეს ნიშნავს, რომ დრო და სივრცე ერთმანეთთან ისეა დაკავშირეული, რომ ფაქტობრივად ერთიან კონტინუუმად გვევლინება, რაც იმას ნიშნავს, რომ თვით სივრცე ინახავს წარსულს - ყველაფერი, რასაც ოდესმე უარსებია - არსებობს და იარსებებს მუდამ, ვინაიდან ამ მოდელში წარსული არასოდეს ქრება და ინახება დრო-სივრცის კონტინუუმში. აინშტაინისეულ სამყაროში წარსული ისეთივე რეალურია, როგორც აწმყო. ასეთ სამყაროში წარსულის განადგურება შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით - თვით ამ სამყაროს (თვით ამ დრო-სივრცის) განადგურებით. ასეთ, აინშტაინისეულ სამყაროში საკმარისია რაიმე შემოვიდეს არსებობაში, რაიმე ან ვინმე გაჩნდეს, დაიბადოს - და ის სამუდამოდ იარსებებს დრო-სივრცის იმ ნაწილში, როცა იცხოვრა. უფრო გამარტივებულად აღსაქმელად, ეს ფილმს შეიძლება შევადაროთ - რომელიმე ფილმში მონაწილე მსახიობები გარდაიცვლებიან, მაგრამ ამ ფილმში ისინი ისევ ცოცხლები იქნებიან მუდამ, სანამ იარსებებს ამ ფილმის შემნახველი რამ, მაგალითად ოპტიკური დისკი (CD/DVD დისკი), ან "ფლეშკა" (ე.წ. "მეხსიერების ჩხირი") და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში ასეთი შემნახველი "დისკის" როლს დრო-სივრცის კონტინუუმი ასრულებს. ამგვარად, ჩნდება კითხვა: რას შეუძლია მოსპოს ეს შემნახველი და მაშასადამე მოსპოს მასზე ჩაწერილი "ფილმიც" თავიანთი პერსონაჟებიანად? აინშტაინისეული სამყაროს დრო-სივრცის მოსპობა მხოლოდ ორ რამეს შეუძლია: ე.წ. "დიდ კრუნჩხვას" (Big Crunch) ან "დიდ გახლეჩვას" (Big Rip). პირველ შემთხვევაში მოხდება სამყაროს შეკუმშვა (ათობით და ასობით მილიარდი წლის შემდეგ) და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, როგორშიც იყო ე.წ. "დიდ აფეთქებამდე" (Big Bang). ხოლო მეორე შემთხვევაში მოხდება სამყაროს გაფართოების იმდენად აჩქარება (ასევე ათობით მილიარდი წლის შემდეგ), რომ დრო-სივრცის კონტინუუმი გაიხლიჩება, დაიფლითება და არსებობას შეწყვეტს - თანაც ისე, რომ კვალსაც არ დატოვებს, სრულიად უკვალოდ გაქრება, თითქოს ჩვენს სამყაროს არც არასდროს უარსებია. აქედან პირველი ან მეორე ვარიანტი მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამყაროს გეომეტრია იქნებოდა უნაგირისებრი ან სფეროსებრი (იხ. What shape is the Universe? - Astronomy). ეს ორივე ვარიანტი მისაღები და სანატრელი იქნებოდა იმ ტიპის ადამიანებისთვის, ვინც იმდენად მტანჯველი ცხოვრება განვლო, რომ ინატრებდა არა მხოლოდ საკუთარი მახსოვრობიდან გაექრო მოგონებები, არამედ თავისი ცხოვრება სრულად ამოეშალა არსებობიდან ნებისმიერი შესაძლო დამკვირვებლისთვის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენს სამყაროს არც "დიდი კრუნჩხვა" ემუქრება და არც "დიდი გახლეჩვა". არამედ მისი დრო-სივრცე მუდამ შენარჩუნდება, მხოლოდ ამ სივრცეში არსებული ყველა ხელშესახები ობიექტი დაიშლება ასობით ტრილიონი წლის განმავლობაში ჯერ ატომებად, და შემდეგ თვითონ ეს ატომებიც დაიშლება. ხოლო რაც შეეხება ჩვენი კონკრეტული სამყაროს დრო-სივრცეს, ის სამუდამოდ შენარჩუნდება, ვინაიდან ამ სამყაროს გეომეტრია არ არის არც უნაგირისებრი და არც სფეროსებრი. ჩვენი სამყაროს გეომეტრია არის ბრტყელი ან თითქმის ბრტყელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დრო-სივრცის კონტინუუმი მუდამ იარსებებს და მუდამ გაფართოვდება (იხ. WMAP - Shape of the Universe - NASA), შესაბამისად მასში მუდამ შეინახება მთელი ამ სამყაროს წარსული - ყველაფერი და ყველა, რასაც და ვისაც კი ოდესმე უარსებია: მიკრობებიდან და ადამიანებიდან დაწყებული ვარსკვლავებით, გალაქტიკებით და შავი ხვრელებით დამთავრებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, "ფილმი" სახელად "ჩვენი სამყაროს ისტორია" მუდმივად იქნება შენახული "დისკზე" სახელად ჩვენი სამყაროს დრო-სივრცის კონტინუუმი. ეს შესაძლებლობები განხილული იყო სრულიად მატერიალისტურ პარადგიმაში - როდესაც გამოვრიცხავთ რაიმე სახის სულის არსებობას, იგივე სხეულგარეშე ცნობიერების არსებობას. ახლა დავასახელოთ ის ვარიანტებიც, როცა ამას არ გამოვრიცხავთ. რელიგიური ხედვაშესაძლოა ჩვენი სამყარო მენტალურია, ანუ გააჩნია ცნობიერება (იხ. The Mental Universe - Nature). შესაძლებელია, რომ ცნობიერება მხოლოდ ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის კი არაა დამახასიათებელი, არამედ სამყაროს ფუნდამენტური თვისებაა, რომელიც ასევე გამოვლინდება ცოცხალ მატერიაშიც, ცოცხალ არსებებშიც, მით უმეტეს მაღალორგანიზებულ სიცოცხლის ფორმებში, პირველ რიგში ცხადია ადამიანებში - ეს გამოვლინება თითქოს არის როგორც მაკრო-სამყაროს ფუნდამენტური თვისების ანარეკლი მიკროსამყაროში (ცოცხალ, ინდივიდუალურ არსებაში). თუ ეს ასეა, შესაძლოა ჩვენ ვართ ერთი დიდი, ცვალებადი და განვითარებადი ცნობიერების (სამყაროსეული ცნობიერების ოკეანის) ინდივიდუალური ნაწილები (წვეთები), რომლებიც სიკვდილის შემდეგ კვლავ ვუბრუნდებით იმ დიდ, სამყაროსეულ ცნობიერებას - წვეთები ვუბრუნდებით ოკეანეს. თუ ეს ასეა, სიკვდილის შემდეგ ჩვენ აღარ განვაგრძობთ ინდივიდუალურ არსებობას, ცალკეულ ცნობიერებად არსებობას, არამედ ვუერთდებით ერთიანი, დიდი "ცნობიერების ოკეანეს" (იხ. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?). სხვა შესაძლო ვარიანტი რელიგიურ პარადიგმაში ისაა, რომ შესაძლოა მართებული იყოს აბრაამისეული რელიგიების, ზოგიერთი შამანური ტრადიციის პრე-ისტორიული რწმენა-წარმოდგენების, ძველი ბერძნული, ძველი ეგვიპტური და სხვა რელიგიების სწავლება იმის შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის ცნობიერება აგრძელებს არსებობას როგორც ინდივიდი, როგორც ცალკეული პიროვნება, ინდივიდუალური სული. ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია: აბრაამისეული რელიგიების და ზემოთ ნახსენები სხვა ტრადიციული შეხედულებების მიხედვით, სული სამუდამოდ განაგრძობს არსებობას ე.წ. "საიქიოში" - მიღმიერ სამყაროში - სხვადასხვა სავარაუდო მდგომარეობაში. ხოლო ინდუიზმის მიხედვით, ხდება სულის კვლავ დაბადება სხვა სხეულით, სხვა ფორმით, კვლავ განსხეულება ანუ რეინკარნაცია და ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება, სანამ ამ სამყაროში იარსებებს სიცოცხლე (ცოცხალი ბიოლოგიური ფორმები, სახეობები იმისთვის რომ სულმა კვლავ შეძლოს რაიმედ განსხეულება). კრებულები1. მეცნიერება - ნაწილი I 2. მეცნიერება - ნაწილი II 3. მეცნიერება - ნაწილი III 4. მეცნიერება - ნაწილი IV 5. მეცნიერება - ნაწილი V 6. სხვადასხვა - ნაწილი I 7. სხვადასხვა - ნაწილი II 8. ქართული მითოლოგია 9. რელიგია 10. საქართველო - ნაწილი I 11. საქართველო - ნაწილი II 12. ქართული სახელმწიფოები 13. პროტოქართველები 14. კავკასიური კულტურები 15. პარანორმალი 16. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები 17. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმებიავტორი: თორნიკე ფხალაძე297 1-ს მოსწონს |
One of the important questions that has been bothering humanity for a long time and has not yet been definitively answered is what happens to the human soul, spirit or consciousness after physical death?
Atheistic or fully materialistic view
To try to answer this question, let's start with the most depressing version: the first option is that after death a person simply disappears. All ends in physical death, and no metaphysical or other existence continues. No soul or consciousness continues to exist.
In this case, the population of people is represented as a population of bacteria: it appeared, lived, fed, multiplied and died. If so, then it's not something to worry about, it's not suffering or pleasure - it's a neutral thing - a transition into nonexistence - a return to the same state we were all in before we came into being (before we entered physical existence as a zygote).
1. A more depressing version is that if time is an illusion caused by quantum physics, then it is not intertwined with space and the past is not preserved in the universe. In this case, not only does the life of each person end with his death, but also his existence is not preserved in time and space, since in such a world the past passes and no longer exists (for any practical or theoretical observer).
2. And the less depressing version is that if Einstein was right and his theories of probability are valid, namely the special theory of relativity (which explains the relationship between space, time, mass and energy) and general relativity (which describes how gravity fits into this mix), then this means that time and space are interconnected in such a way that they actually appear as a single continuum, which means that space itself holds the past - everything that has ever existed - exists and will always exist, since in this model the past never disappears and time is preserved - in the space-time continuum.
In such an Einsteinian world, it is enough for something to come into existence, something or someone to appear, to be born - and it will exist forever in the part of time-space in which it lived. To put it more simply, it can be compared to a movie - the actors in a movie die, but in that movie they will always be alive as long as there is something to store that movie, for example an optical disk (CD/DVD disk), or a flash drive and etc.
In our case, the role of such a storage "disk" is played by the time-space continuum. Thus, the question arises: what can erase this storage, and therefore erase the "film" recorded on it as well as its characters?
Only two things can destroy the time-space of the Einsteinian Universe: the so-called "Big Crunch" or "Big Rip"
In the first case, the universe will shrink (after tens and hundreds of billions of years) and return to its original state, in which it was Before the big bang. And in the second case, the expansion of the universe will accelerate to such an extent (also after tens of billions of years) that the time-space continuum will twist, split and cease to exist - and without leaving a trace, it will completely disappear, as if our universe never existed.
Of these, the first or second option would occur if the geometry of our universe was saddle-shaped or spherical (see: "What shape is the Universe?" - Astronomy).
But the point is that our world, our Universe is not in danger of a "Great Crunch" or a "Great Rip." But its time-space will always be preserved, only all tangible objects in this space will decay over hundreds of trillions of years first into atoms, and then these atoms themselves will also decay. And as for the time-space of our particular universe, it will be preserved forever, since the geometry of this universe is neither saddle-shaped nor spherical. The geometry of our universe is flat or nearly flat, which means that its space-time continuum will always exist and will always expand (see: WMAP - Shape of the Universe - NASA), so it will always contain the entire past of this universe - everything and everyone, that has ever existed: from microbes and humans to stars, galaxies and black holes. In other words, a "film" called "the history of our universe" will be permanently stored on a "disk" called the time-space continuum of our universe.
These possibilities were discussed in a completely materialistic paradigm - when we exclude the existence of any kind of soul, aka the existence of out-of-body consciousness. Now let's name the options when we don't rule it out.
Perhaps our universe is mental, that is, it has consciousness (see: The Mental Universe - Nature). It is possible that consciousness is not only characteristic of humans and animals, but is a fundamental property of the universe, which is also manifested in living matter and living beings, especially in highly organized life forms, first of all, obviously in humans - this manifestation seems to be an anchor of a fundamental property of the macro-world in the micro-world ( in a living, individual being). If so, perhaps we are individual parts (drops) of one great, changing and evolving consciousness (ocean of universal consciousness) that after death return to that great, universal consciousness - drops back to the ocean. If this is true, then after death we no longer continue to exist as individuals, as separate consciousnesses, but join a single, great "ocean of consciousness".
Another possible option in the religious paradigm is that it may be valid to refer to the teachings of Abrahamic religions, the prehistoric beliefs of some shamanic traditions, ancient Greek, ancient Egyptian, and other religions that after death one's consciousness continues to exist as an individual, as a separate person. individual soul.
In this case, there are two options:
According to the Abrahamic religions and other traditional beliefs mentioned above, the soul continues to exist forever in the so-called "Astral" - in the "other world" - in various possible states.
And according to Hinduism, the soul is born again with another body, in another form, reincarnation, and this process continues continuously until there is life in this Universe (living biological forms, species so that the soul can be embodied again).