რელიგია ზღაპრები და ფენტეზის ჟანრი ისლამში 2017, 22 დეკემბერი, 8:39 ![]() გამოგონილი ზღაპრები ყურანში 1) სურა 27:17 ბიბლიური მეფე სოლომონის (ისლამში - სულეიმანის) არმია, რომელიც შედგება ადამიანებისგან, ჯინებისგან და ფრინველებისგან. "და შეიკრიბა სულეიმანთან თავისი ჯარი. შემდგარი ჯინთაგან, კაცთაგან და ფრინველთაგან, ყველანი ცალ-ცალკე რაზმებად დაწყობილნი." ![]() 2) სურა 27:18 ადამიანები და ჭიანჭველები ელაპარაკებიან ერთმანეთს. "როცა მივიდნენ ჭიანჭველების ველზე, დედა ჭიანჭველამ თქვა: "ჭიანჭველებო შედით თქვენს სამყოფებში, რათა სულეიმანმა და მისმა მეომრებმა არ გაგსრისონ ისე, რომ ვერც კი იგრძნონ ეს!" 17:19 გაიღიმა მისი სიტყვების გამგონმა და თქვა: "ღმერთო ჩემო, შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და შემიყვანე და შემიყვანე შენს მოწყალებაში მართლმორწმუნე მსახურებთან ერთად!" ![]() 3) სოლომონი ჩიტს ელაპარაკება და მისი დასჯაც კი სურს. სურა 27:20-21 "შეათვალიერა ფრინველები და თქვა: "რა მემართება, რატომ ვერ ვხედავ ოფოფს? ან იქნებ იგი აქ არმყოფთა შორისაა? მკაცრ სასჯელს მივაგებ ან დავკლავ, თუ არ მომცემს ცხად ახსნას!" ![]() 5) სხეულის ნაწილები ილაპარაკებენ პატრონის შესახებ. სურა 24:24 "იმ დღეს, როს დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ მათივე ენები, ხელნი და ფეხნი, რასაც იქმდნენ" ![]() 6) მიწიდან ამომძვრალი ცხოველი საუბრობს ადამიანებზე. სურა 27:82 "და როს აღსრულდება სიტყვა მათზე, ამოვუყვანთ მიწიდან ცხოველს, რომელიც იტყვის მათზე, რომ ეს ხალხი დარწმუნებული არ იყო ჩვენს სასწაულებში." ![]() 7) სოლომონი მართავს ქარს. სურა 38:36 "და დავუმორჩილეთ მას ქარი, რომელიც მოწიწებით დადის მისი ბრძანებით, საითაც კი გაემართება" ![]() 8) მუჰამედი ფრთებიანი ცხენით ფრენს ქალაქიდან ქალაქში. სურა 17:1... ეს მოვლენა ისლამში მიღრაჯის ღამის სახელითაა ცნობილი და მუსლიმთათვის ღირსშესანიშნავი დღეა. ამ დღეს ჯაბრაილი (მთავარანგელოზი გაბრიელი) გამოეცხადა მუჰამედს და ფრთოსანი ცხენით (ბერძ. მითოლოგიაში პეგასი) ელვისებურად გადაიყვანა ქალაქ მექადან (ალ-ჰარამიდან) იერუსალიმში (ალ-აკსამდე). ფრთიან ცხენს ტანი ცხენის ჰქონდა, ხოლო თავი - ადამიანის. შემდეგ კი მუჰამედი ალლაჰს შეხვდა და ელაპარაკა. ასევე ამ დღეს ჯაბრაილმა მკერდიდან გული ამოუღო მუჰამედს. გარეცხა ეს გული ზამზამის წყაროზე, შემდეგ ისევ ჩაუდგა გული მკერდში და მოურჩინა ჭრილობა. ![]() ........ 201 5-ს მოსწონს |