რელიგია ცნობილი ქართველები რელიგიის შესახებ 2018, 2 თებერვალი, 3:45 ქვაბავაზაკი ის წინაპართა სიწმინდეს ბილწავს და არის სუკის ერთგული ძაღლი ეკლესიისას აფერხებს წინსვლას, სარწმუნოების მტერია ახლის. შენიღბულია წმინდა სამოსით, როგორც ცხვრის ქურქით მგელ-მტაცებელი. მიყიდული აქვს მტრისთვის ნამუსი, არის მზაკვარი, დამტაცებელი. იგი მამონას სახელით გნათლავს და ბელზებელის სახელით გლოცავს, ის ნათლობისთვის წაგგლიჯავს ათმაგს, ქორწინებისთვის წაგგლიჯავს ოცმაგს. ამასხარავებს, ამოკლებს წესებს. ლაზღანდარობით, ქილიკით, გესლით, მისი ბაგენი ჭორს და ღვარძლს სთესენ, მის ყურებს მხოლოდ, დასმენა ესმით. აღსარებაზე ფხიზლობს ჯაშუში, რათა დოსიე შეავსოს შავი. ხან იკეტება რწმენის ნაჭუჭში, რომ მოგაჩვენოს წმინდანად თავი. ვაჭრობს ხატებით, სოვდაგრობს ჯვრებით, შავი დღისათვის იძენს ქონებას. ვისაც ჩაიგდებს ძალით თუ ნებით დააკარგვინებს თავს და გონებას. შემოიკრიბა ირგვლივ მსყიდველნი, ლესბოსელნი და მამათმავალნი, ჭორებისა და ღვარძლის მთესველნი, გესლიანნი და ენამრავალნი. ტაძარი ღვთისა, მადლისა მფენი, ისე სწამს, როგორც მექა ან ქააბა. მას წმინდა სახლი მამისა ჩვენის, გარდუქცევია ავაზაკთ ქვაბად. ის შემოგზავნა აქ ანტიქრისტემ, რათა დაამხოს ღვთის ეკლესია, მახე დაუგოს მიამიტ თვისტომს და დაავიწყოს ღმერთი, მესია. წარწყმედილია სოდომის ცოდვით, ის არ იხილავს ზეცას აროდეს. მისი სახელი არის ჰიპოკრიტ, მის მწყემსობიდან ზეცა გფარავდეს. ზვიად გამსახურდია აი რას საუბრობდა მიხეილ ჯავახიშვილი სეკულარიზმის შესახებ, რომლის დამყარებაც აუცილებელია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და უპირველესაც საქართველოში, თუკი ნორმალურ ქვეყნად ქცევის პრეტენზია გაგვაჩნია: "ახლა მოკლედ გეტყვით როგორ უნდა მოექცეს ხალხი სამღვდელოებას და ეკლესიას. ჩვენ ვთხოულობთ ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსგან. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მთავრობა სრულებით არ უნდა ჩაერივნენ ეკლესიის და სარწმუნოების საქმეში. სამაგიეროდ არც ეკლესია და არც სამღვდელოება არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეში. სამღვდელოება და ეკლესია უნდა შეინახონ იმათ, ვისაც სწამთ ღმერთი და ეკლესია. ვთქვათ, ერთ სოფელში ას კაცს სწამს ღმერთი, ათ კაცს კი არ სწამს. ასმა კაცმა უნდა აირჩიონ მღვდელი, და ისე მოაწყონ ეკლესიის საქმე, როგორც მათ უნდათ, ათ ურწმუნო კაცს კი ძალა არ უნდა დაატანონ რწმენაში. ყველამ ის ღმერთი უნდა ილოცოს, რომელიც მას სწამს. ყველამ ისე უნდა ილოცოს, როგორც მისი სურვილი იქნება. მაშ ასე: ჩვენ ვთხოულობთ რწმენის სრულ თავისუფლებას. ეკლესიის განშორებას სახელმწიფოსგან და ვუკრძალავთ მთავრობასაც და სამღვდელოებასაც ერთმანეთის საქმეში ჩარევას." მიხეილ კავახიშვილი "გლეხის წერილები" ავტორი: თორნიკე ფხალაძე 1216 7-ს მოსწონს
|