x
image
t.x.
ვინ უშენებს ნაომი კემპბელს კოსმოსურ ხომალდს?!(+ ფოტოები)

imageმსხვილი დეველოპერული კომპანიის Capital Group - ის მფლობელი ვლადისლავ დორონინი თავისი სატრფოსთვის - ნაომი კემპბელისთვის - ამზადებს საქორწინო საჩუქარს.

რუსი ბიზნესმენი აშენებს უჩვეულო ფუტურისტულ ციხესიმაგრეს "რუბლევკაზე", უსპენსკის გამზირზე წერს "კომსომოლსკაია პრავდა".

სახლის მშენებლობისათვის ბიზნესმენმა მიიწვია თანამედროვე არქიტექტურის ვარსკვლავი - ბრიტანელი არქიტექტორი ზახუ ხადიდა.

თუ გარედან შევხედავთ, ნაგებობა მოგვაგონებს ან წყალქვეშა ნავს, ან კოსმოსურ ხომალდს. image
ყველა მხრიდან სახლს შემორტყმული აქვს ნაძვის ნარგავები, რომელიც სახლის ოცდაორმეტრიანი კოშკიდან ულამაზეს ხედს ქმნის. სწორედ ამ კოშკში არის განთავსებული დორონინის და კემპბელის საძინებელი ოთახები. სარდაფში განთავსებულია ფინური საუნა და რუსული აბანო, რომლის გვერდით არის დიდი სავარჯიშო დარბაზი -გავსებული თანამედროვე სპორტული მოწყობილობებით. სარდაფშივე შეხვდებით სასტუმრო ოთახს. ერთი დონით ზემოთ არის დიდი დარბაზი სტუმრების მისაღებად. image დარბაზის გვერდზეა სამზარეულო, სასადილო და დახურული აუზი. სახლში გათვალისწინებულია ორი საბავშვო ოთახი, თუმცა წყვილს ბავშვები ჯერ არ ჰყავს. image imageimage მმმმმმმმმმმ

2
70
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
70
  
2012, 19 ოქტომბერი, 21:35
რას არ მოიგონებს ადამიანი :)
2012, 19 ოქტომბერი, 21:34
+100
0 1 2