x
image
bellatrix
Facebook-ომანია
imageაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბევრი დაწერილა და ბევრიც დაიწერება. ადრე თუ სწორად მახსოვს TBC ბანკმა ბლოგერების მიერ დაწერილი პოსტების კრებულიც კი გამოსცა ერთ წიგნად "facebook-მა რა ჰქმნა"



დღეს მაინც სხვა კუთხით მსურს სოციალურ ქსელ facebook-ზე ვისაუბრო. ამ თემაზე დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ საბოლოოდ მაუსისა და კლავიატურის ხელში აღება რამდენიმე დღის წინ მომხდარმა მიწისძვრამ გადამაწყვეტინა.



მე ზოგადად ცხოვრებაშიც და ყველგან მაქვს ასეთი პრინციპი, ჩემი აზრია და სადაც მინდა იქ და როგორც მინდა ისე გამოვთქვამ და ანალოგიურად სოციალურ ქსელშიც, ჩემი სტატუსია და მინდა დავწერ მინდა არ დავწერ.



მიწისძვრის მოხდენიდან რამდენიმე წამში facebook-ზე გამოიკვეთა საზოგადოების სამი ფენა :



ერთნი "იგრძენით მიწისძვრა?"


მეორენი "მიწისძვრა რომ არ მომხდარიყო რაზე დაწერდით?"


მესამენი "fუუუf, ზოგი მიწისძვრაზე წერს, ზოგი ვინც ამაზე წერს იმას აკრიტიკებს, რა გეშველებათ?"



მომხმარებელთა ამ ჯგუფებად დაყოფა ახალი ხილი არ არის და დიდი ხანია ასე ხდება, მე უბრალოდ პრობლემა მაწუხებს. მესმის, რომ არ არის სასიამოვნო როდესაც 99% შემთხვევაში შენი News Feed ერთი და იმავე თემით იჭედება, მაგრამ არც ის არის სასიამოვნო რომ 24 საათი უზიხარ კომპიუტერს და ათვალიერებ სიახლეების გვერდს იქნებ ორი ერთნაირი სტატუსი შეგხვდეს და შემდეგ ამაზე კარგი სალანძღავი სტატუსი გამოაცხო :)


რამდენად ნორმალურია ის, რომ აუცილებელია ვიღაც საკუთარი აზრისთვის აუცილებლად აკრიტიკო, ლანძღო და ამაზე იყო ორიენტირებული? არ სჯობს მშვიდად და საინტერესოდ შეხედო საკუთარ ცხოვრებას, სხვის თუნდაც შენთვის მიუღებელ აზრს გადახედო და უბრალოდ გაატარო?


არც არავის ვმოძღვრავ და არც არავის ვუკითხავ ლექციებს, უბრალოდ დღეს ეს ერთმანეთთან "დაპირისპირებული" მხარეები ძალიან არასასიამოვნო საყურებელია.



გაიღიმეთ და უფრო მარტივად შეხედეთ ცხოვრებას. შეიძლება სხვის აზრს არ ეთანხმებოდე, მაგრამ პატივს უნდა სცემდე. პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით ამ აზრის გამო ადამიანის ლანძღვა უბრალოდ რომ ვთქვა მარაზმია.

2
42
3-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
42
  
2012, 19 ოქტომბერი, 20:57
დიახ, პირდაპირი გაგებით. არა, რამდენიმე დღის წინ იყო :)
2012, 19 ოქტომბერი, 17:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2