x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბუნების "დაცინვა", თუ... – რეალური სურათები, ძალზე იშვიათი და ლამაზი ქმნილებებით
image


გინახავთ ოდესმე ისეთი რამ, რაც ნაცნობად მოგჩვენებიათ, მაგრამ, რაღაცნაირად, სხვანაირად გამოიყურება? აქ სწორედ ასეთ შემთხვევებზე გვექნება საუბარი და უფრო მეტიც, ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომელზეც ყველასთვის ცნობილი ცხოველების და მცენარეებია ასახული, თუმცა — სულ სხვა იერით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოები რეალურია და ფოტო რედაქტორით, რაიმე სახის ჩარევას, ადგილი არ ჰქონია.


შავი კაკადუimage


დიახ ეს კაკადუა, მაგრამ — შავი. ჩვეულებრივ, ამ სახეობის ფრინველი ნათელ ფერებშია, უფრო ხშირად თეთრი. ასეთი ფერი კი, თუთიყუშს, წარმოუდგენლად უნიკალური ფრინველს იმიჯს უქმნის!


ფუმფულა და საყვარელი შავი იხვის ჭუკი
image


არც იხვისთვის არის შავი, სტანდარტული შეფერილობა. ამ ფრინველების ჭუკი, უფრო ხშირად, ყვითელია, ნარინჯისფერი ნისკარტით და თათებით. შეიძლება, ასევე ჰქონდეს მუქი ფერის ნისკარტი და თათები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ბუმბული უკვე 2 ფერის — ზემოდან მუქი, ქვემოთ კი — ღია აქვს. მთლიანად შავი ჭუკის არსებობა, მეტად იშვიათი და უნიკალური მოვლენაა!


თეთრი ცხენირემიimage


ჩვეულებრივ, ამ ცხოველს მუქი ყავისფერი ბეწვი აქვს. მაგრამ ეს, სრულიად თეთრია. ასეთი ცხენირმის ნახვა იშვიათად შეიძლება. თუმცა, ეს ცხოველი, არც გამონაკლისი არის — ფერს გენი განსაზღვრავს და თუ ვერ ვხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი მსგავსი ცხოველები არიან...


ქათამი გულებიანი ბუმბულით
image


ზოგადად, ქათმები ერთნაირად გამოიყურებიან, თუ რა თქმა უნდა, საქმე განსაკუთრებულ ჯიშთან არ გვაქვს. ეს ქათამიც, ერთი შეხედვით, სხვებისგან, თითქოს, არაფრით განსხვავდება. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ნამდვილად უჩვეულო შეფერილობა აქვს — მას ბუმბულზე გულები «ახატია».


ცისფერი ბანანი, ვანილიანი ნაყინის საგემოვნო თვისებებით
image


ჩვენთვის ბანანი, ყოველთვის ყვითელ ფერთან ასოცირდება და სხვანაირად, ეს ხილი არც წარმოგვიდგენია!.. და რა თქმა უნდა, მისი გემოც ყველასთვის ნაცნობია. მაგრამ, არსებობს ბანანის სხვა სახეობებიც. მაგ., კ. იავაზე ბანანს ცისფერი ფერი აქვს, გემოთი კი — ვანილის ნაყინს გაგახსენებთ.



ჯვრიანი მელა — იშვიათი სილამაზე
image


მელას ბეწვი ნარინჯისფერია და მასში, სხვა ფერები შერეული არ არის. ამ შეფერილობის მელას კი, ჯვარედინი შეფერილობა აქვს — თავი და თათები შავი, გვერდები კი, წითელი. ასეთი შეფერილობის ცხოველი, ჩვეულებრივთან შედარებით, იშვიათი სანახავია...


ალბინოსი კუზიანი ვეშაპი
image


ითვლება, რომ ასეთი ვეშაპი, მსოფლიოში, სულ 4–ია. კუზიანი ვეშაპები, ყოველწლიურად, ანტარქტიდისკენ მიცურავენ, საკვების საშოვნელად და გასამრავლებლად. ამიტომ, იმ რეგიონში, ეს ცხოველები იშვიათობას არ წარმოადგენენ. მაგრამ, თეთრი ვეშაპის საკუთარი თვალით ნახვას, ნამდვილად რომ გამართლება უნდა.


ცეცხლოვანი ლოკოკინა
image


ამ ლოკოკინას ბინადრობის ადგილი მალაზიის მთიანი რეგიონია. მას შავი ნიჟარა და ნარინჯისფერი, ან წითელი ფეხი აქვს. უჩვეულო შეფერილობის გამო, ცხოველს «დრაკულას» ეძახიან, მაგრამ ეს სახელი, მის ბუნებას საერთოდ არ ესადაგება, რადგან სისხლისმსმელობა არ ახასიათებს.


ბურთულებიანი ზებრა
image


სიტყვა «ზებრა», ჩვენში ყოველთვის, შავ–თეთრ ზოლებთან და რა თქმა უნდა, ზოლებიან ცხოველთან ასოცირდება. თუმცა, ყოველგვარი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ეს პატარა ზებრა, ხაზებით კი არა, ბურთულებიანი ხალებით დაიბადა. მართალია, დედას არ ჰგავს, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი არსებაა.


ლითონის ტარანტულიimage


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, — ეს ნამდვილად ტარანტულია. ჩვეულებრივ, ამ სახეობის წარმომადგენლების ფერი, შავი ან მუქი ყავისფერია. ეს კი ცისფერია, თან ძალია პრიალა — სახელიც აქედან მოდის. ცისფერი ტარანტული, თავისი სახეობის, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული წარმომადგენელია და ამავდროულად, ერთ–ერთი, ყველაზე შხამიანი და მომაკვდინებელი.


ალბინოს ხის კუ
image


კუ, ჩვეულებრივ, მწვანე ან ყავისფერია. თუმცა, ეს კუ, თავისი ბაკნით, ცოტათი კიბორჩხალას ჰგავს. თუ აქამდე არასოდეს გინახავთ მსგავსი ცხოველი, ეს იმიტომ, რომ ძალიან იშვიათი ქმნილებაა.


შავი პეტუნია
image


შავი პეტუნია — შედარებით ახალი სახეობა. როგორც ამბობენ, ეს მცენარე სპეციალურად არის შექმნილი, რადგან შავი, ნათელ ფერებს, ძალიან უხდება. ამიტომ, ის უნივერსალური მცენარეა სახლის და ბაღისთვის.


შავი გეკონის ხვლიკი image


შავი გეკონის ხვლიკი, გეკონისებრთა ოჯახის ძალიან იშვიათი ხვლიკია. ამის გამო, ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახეობაა ქვეწარმავლების მფლობელებს შორის. შეიძლება გეგონოთ, რომ მისი ბინადრობის არეალი ტროპიკული ტყეებია, მაგრამ სინამდვილეში, ევროპიდან არის.


ლურჯი ლობსტერი
image


რეალურ ცხოვრებაში, ეს ლობსტერი, თითქმის არავის უნახავს. მიზეზი კი ის არის, რომ ლურჯი, 2 მილიონში ერთი შეიძლება იყოს. სტატისტიკის მიხედვით, ლურჯი ლობსტერის დაჭერის შანსი, 200 მილიონიდან, მხოლოდ ერთია. მისი გარსის ფერი კი, გენეტიკური დეფექტის შედეგია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ იპოვეს ჰიტლერის გვამი რუსებმა და რატომ დამალეს?

* სტალინი: "ვიცოდი, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ"...

* საოცარი და უჩვეულო მომენტები – მოასწრეს და ფოტოებზე აღბეჭდეს

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
208
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0